Rolls-Royce-ი 250,000 სტერლინგად შეფასებული ავტომობილის წარმოებას იწყებს

Rolls-Royce-ის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, ძვირადღირებულ მანქანებზე გლობალური მოთხოვნა გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Rolls-Royce-ის ხელმძღვანელი ტორსტენ მიულერ-ოტოვოსი აცხადებს, რომ აზიის, ევროპის და აშშ-ის ბაზრები "ნორმალურ მდგომარეობას“ მეტნაკლებად დაუბრუნდნენ.

საქმე ეხება Rolls-Royce-ის უახლესი მოდელის Ghost-ის წარმოების დაწყებას, რომლის სავარაუდო გასაყიდი ფასი, დაახლოებით, 250,000 ბრიტანული სტერლინგია.

ტორსტენ მიულერ-ოტოვოსის შეფასებით, 2020 წლის პირველ ნახევარში გაყიდვები 30%-თ შემცირდა და Rolls-Royce-სს რამდენიმე კვირა, როცა კოვიდ-19-ის პიკი იყო, წარმოების შეჩერებაც მოუწია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა "უკეთესობისკენ“ შეიცვალა.

შეგახსენებთ, Rolls-Royce-ის არსებობის 116-წლიანი ისტორიის მანძილზე 2019 წელს გაყიდვების საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. გამოცემის მიხედვით, Rolls-Royce-ისთვის სტრატეგიულ ბაზრებს წარმოადგენს აშშ, ჩინეთი და თავად დიდი ბრიტანეთი, რომელზეც გაყიდვების 10% მოდის.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით

მაკკენზი სკოტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა

საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით

საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით

წინა სტატია

საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
03 September, 2020

შემდეგი სტატია

BBC: Rolls-Royce launches £250,000 car as demand rebounds
03 September, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker