EBRD: ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი საქართველოს კლიმატზე გავლენის შემცირებაში დაეხმარება

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) საქართველოს მიერ ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. EBRD აღნიშნავს, რომ კანონი ენერგოეფექტიანობის შესახებ და კანონი შენობათა ენერგოეფექტიანობის შესახებ საქართველოს მიერ DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამასთანავე, ბანკი აღნიშნავს, რომ კანონის იმპლემენტაცია ქვეყანას კლიმატზე მავნე გავლენის შემცირებაში დაეხმარება.

“ექვსწლიანი მუშაობის და EBRD-ის ჩართულობის შედეგად, საქართველომ მიიღო ახალი კანონმდებლობა ენერგოეფექტურობის შესახებ, რაც ქვეყანას მწვანე ეკონომიკად გარდაქმნაში უნდა დაეხმაროს.

ახალი კანონმდებლობა შესაძლებელს გახდის გაიზარდოს ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი, რაც 2025 წლისთვის საქართველოს ენერგომოხმარების 14%-ს დაუზოგავს, ეს კი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ამასთან, ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და EU-სთან დაახლოებას.

ამასთანავე, ორი ახალი კანონი, რომლებიც პარლამენტმა მაისში მიიღო და რომლებიც ენერგოეფექტურობას და შენობების ენერგოეფექტიანობას ეხება აამაღლებს იმ სტანდარტებს, რომლითაც საქართველოში ხორციელდება მშენებლობები.

საქართველოში ენერგოეფექტურობის მიმართულებით განვითარების პოტენციალი საკმაოდ დიდია. ამის მიზეზია ის, რომ საწვავის არაგანახლებადი სახეობები, რომლებიც ქვეყანაში სათბურის აირების გამოყოფის მთავარ მიზეზს წარმოადგენენ, ჯამური ენერგომოხმარების 75%-ს შეადგენენ.

“ამ კანონების მიღება არის ისტორიული მიღწევა საქართველოსთვის, რომელსაც აქამდე არ ჰქონია ენერგოეფექტურობის შესახებ რეგულაციები,”- განაცხადა EBRD-ის წამყვანმა იურიდიულმა მრჩეველმა ვესელინა ჰარალამპიევამ, რომელიც ენერგოეფექტურობის კანონმდებლობაზე მუშაობდა.

ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით, EBRD-ი საქართველოში ამ სექტორში მისი პირველი პროექტის განხორციელებისთვის ემზადება. პროექტის ფარგლებში 40 მილიონი ევროს დაფინანსებით, საქართველოში 250 საჯარო შენობის ენერგოეფექტურობის ზრდა მოხდება. ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის სწორედ ახალი კანონმდებლობის მიღება იყო საჭირო,”- ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთანავე, EBRD-ი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი შედეგები აქვს კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა - CEEP-ს, რომელიც 2012 წელს დაიწყო და რომლითაც ბანკი ადგილობრივი პარტნიორი ბანკების მეშვეობით ქართულ ბიზნესებს ენერგოეფექტურობის ამაღლებაში ეხმარება.

ჩვენ გირჩევთ

კრემლის ჩარევა საქართველოს არჩევნებში

Tesla-მ დასავლეთ ევროპაში ელექტროენერგიით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა

კრემლის ჩარევა საქართველოს არჩევნებში

კრემლის ჩარევა საქართველოს არჩევნებში

წინა სტატია

Georgia takes big strides towards an energy-efficient future
03 September, 2020

შემდეგი სტატია

FINAL COUNTDOWN: GEORGIA’S ULTIMATUM FOR CAUCASUS ONLINE ACQUISITION - CAPACITYMEDIA
03 September, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker