Facebook-ის აქციები 6%-ით შემცირდა 

Facebook-ის აქციები 6%-ით შემცირდა 

Facebook-მა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კვირას იგი პოლიტიკურ რეკლამებს თავის პლატფორმაზე არ განათავსებს, რამაც კომპანიის აქციები 6%-ით დააგდო.

Business Insider-ის მიხედვით, Facebook-ი ამ სტრატეგიით არჩევნებში მინიმალური გავლენის შენარჩუნებას ცდილობს. ეს გასაკვირი სულაც არ არის, იქედან გამომდინარე, რომ 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთმა სწორედ Facebook-ის პლატფორმა გამოიყენეს ცრუ ინფორმაციის გამოსაქვეყნად.

ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, Facebook-ი წაშლის ნებისმიერ პოსტს, რომელიც კორონავირუსის ან არჩევნების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ნებისმიერ ნაადრევ პოსტს საპრეზიდენტო კანდიდატებისგან, სადაც ისინი გამარჯვებას ზეიმობენ და ა.შ. აღნიშულ პოსტებს Facebook-ი ამომრჩეველთათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით ჩაანაცვლებს.

“ამ არჩევნებში ბიზნესი გარეული არ იქნება, როგორც ყოველთვის,” – წერს მარკ ცუკერბერგი, – “ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ დემოკრატიული სახელმწიფო”, – დასძინა მან.

Business Insider

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *