აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 50-ვე შტატის და ხუთი დიდი ქალაქის მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ორ თვეში ვაქცინების მიღებისთვის მოემზადონ. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

ორი ვაქცინა, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინა A-ს და B-ს უწოდებს, გადაეცემა მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფს და ექიმებს. უწყებამ უკვე უზრუნველყო შტატები შესაბამისი ინსტრუქციებით, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ახალი ვაქცინა. ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ნავარაუდევია, რომ ნახსენები ვაქცინა A და ვაქცინა B კომპანია Pfizer-სა და Moderna-ს ეკუთვნის, რომლებიც კლინიკური კვლევის ბოლო ფაზას გადიან. 

ასევე ნავარაუდევია, რომ ოქტომბრისთვის ორივე ვაქცინა სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული იქნება. დოკუმენტების მიხედვით, ვაქცინა A-სთვის, რომელშიც დიდი ალბათობით Pfizer-ის პროდუქტი მოისაზრება, ნათქვამია რომ, ოქტომბრისთვის 2 მილიონი დოზა იქნება მზად. ხოლო ვაქცინა B-სთვის, დიდი ალბათობით Moderna-ს ვაქცინა, 1 მილიონი დოზა იქნება მზად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *