ქართული ბანკები ზარალზე არიან - 2020 წლის I ნახევრის რეიტინგი

საქართველოში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ხდება ცნობილი. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგების დარეზერვება გახდა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა ზარალი “საქართველოს ბანკს” აქვს და ის 157.2 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა “თიბისი ბანკი”, რომლის ზარალიც 156.4 მილიონი ლარი იყო. ფინანსური შედეგებიდან ირკვევა, რომ 15 კომერციული ბანკიდან 14 ბანკი ზარალზეა. ერთადერთი ბანკი, რომელმაც 2020 წლის პირველი 6 თვე ზარალის ნაცვლად მოგებით დაასრულა "სილქ როუდ ბანკი იყო".

წმინდა მოგება/ზარალის მიხედვით ქართული ბანკების რეიტინგი:

1) საქართველოს ბანკი -157.2 მილიონი ლარის ზარალი;

2) თიბისი ბანკი -156.4 მილიონი ლარის ზარალი;

3) ქართუ ბანკი -26.9 მილიონი ლარის ზარალი;

4) ვითიბი ბანკი -26.1 მილიონი ლარის ზარალი;

5) ლიბერთი ბანკი -20.4 მილიონი ლარის ზარალი;

6) ტერაბანკი -19.6 მილიონი ლარის ზარალი;

7) ხალიკ ბანკი -19.2 მილიონი ლარის ზარალი;

8) პაშა ბანკი საქართველო -16.7 მილიონი ლარის ზარალი;

9) ბაზისბანკი -12.9 მილიონი ლარის ზარალი;

10) პროკრედიტ ბანკი -11.6 მილიონი ლარის ზარალი;

11) კრედო ბანკი -4.7 ლარის ზარალი;

12) ფინკა ბანკი -3.3 მილიონი ლარის ზარალი;

13) იშ ბანკი -1.7 ლარის ზარალი;

14) ზირაათ ბანკი საქართველო - 0.2 მილიონი ლარის ზარალი;

15) სილქ როუდ ბანკი 0.25 მილიონი ლარის ლარის მოგება.

აღნიშნული რიცხვები წარმოდგენილია 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით.

ჩვენ გირჩევთ

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური ამბები

Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური კვლევის ბოლო ფაზის პასუხები ოქტომბერშიც შეიძლება გახდეს ცნობილი

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური ამბები

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური ამბები

წინა სტატია

Oil drops more than $1 after Saudi price cuts, demand optimism fades
07 სექტემბერი, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს სალიზინგო კომპანიამ საერთაშორისო ბაზრიდან 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
07 სექტემბერი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker