გერმანია რუსეთს Nord Stream 2-ის პროექტიდან გასვლით ემუქრება

გერმანელი მაღალჩინოსნები კრემლს ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის საეჭვო მოწამვლის საქმის გამოძიებაში თანამშრომლობას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინმა შესაძლოა, მოსკოვთან გაზსადენის ერთობლივ პროექტში მონაწილეობა გადაიფიქროს. საუბარია Nord Stream 2-ზე.

“იმედი მაქვს, რომ რუსეთი ჩვენს Nord Stream 2-ის მხარდაჩეჭერას შეინარჩუნებს და არ გვაიძულებს, რომ პროექტს გამოვეთიშოთ,” - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა. 

მაასი მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის, სანქციები რუსეთზე “ეფექტურად უნდა დაწესდეს". გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ თითქმის უკვე დასრულებული Nord Stream 2-ის მშენებლობის შეჩერება მავნებელია, როგორც რუსეთისთვის, ასევე გერმანული და ევროპული კომპანიებისათვის.

სანქციების დაწესებისგან გერმანია ჯერ თავს იკავებს, მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის ჯერ “ძალიან ადრეა”. გარდა ამისა, მან დაამატა, რომ Nord Stream 2 მხოლოდ გერმაული პროექტი არ არის.

ცნობისთვის, Nord Stream 2-ის გაზსადენი ბალტიის ზღვის ქვეშ გაივლის და უკრაინის გვერდის ავლით ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს გერმანიასა და დანარჩენ ევროპას. აღნიშნული პროექტი აშშ-ის აზრით, საფრთხის შემცველია, მათ შორის ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის.

CNBC

ჩვენ გირჩევთ

თიბისიმ, საქართველოში პირველად, იპოთეკური სესხის აღება გააციფრულა

სოფო ჭყონია გრანდიოზულ პროექტზე მუშაობს

თიბისიმ, საქართველოში პირველად, იპოთეკური სესხის აღება გააციფრულა

თიბისიმ, საქართველოში პირველად, იპოთეკური სესხის აღება გააციფრულა

წინა სტატია

თიბისიმ, საქართველოში პირველად, იპოთეკური სესხის აღება გააციფრულა
08 სექტემბერი, 2020

შემდეგი სტატია

Germany piles the pressure on Russia after Navalny poisoning, with gas pipeline in the balance - CNBC
08 სექტემბერი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker