საქართველოს ბანკმა 500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საკუთარი ტოპ 5-ეული დაასახელა

საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აქტიურად განარძობს. სწორედ 500 Georgia-ს პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკს უკვე ჰყავს პროგრამაში ჩართული სტარტაპების საკუთარი ტოპ 5-ეული. ესენი არიან: Nextsale, Cargon, Cardeal, Phubber, და Stack.

500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და აქსელერატორში ჩართულ სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი იდეების დახვეწაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  წარმატებულ კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ. პროექტი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად.

ზემოთ აღნიშნული ტოპ 5-ეული აქსელერაციის მეორე რაუნდში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. საბოლოოდ, აქსელერაციის ორივე ნაკადიდან შერჩეული ტოპ 10 -დან 2 რჩეული სტარტაპი ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე  სილიკონ ველიზე წარუდგენს. 

"საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ამჯერად 1 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით, მსოფლიოში წამყვან აქსელერაციის პროგრამას უწევს პარტნიოტობას. გვიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში 500 Startups-ის მასშტაბის მქონე პროექტები ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზანი პროგრამაში ჩართული კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური ეკოსისტემის განვითარებას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს.“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა, ანდრო რატიანმა.

500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საქართველოს ბანკის  მიერ შერჩეული ტოპ 5-ეულის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/watch/?v=656226335276815&extid=fZMOraahcgYYvHcg

ინფორმაციისთვის, 500 Startups-ი მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება.

ჩვენ გირჩევთ

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანი საქართველოს ეწვევა

გალტ & თაგარტი ბიზნესებს მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანი საქართველოს ეწვევა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანი საქართველოს ეწვევა

წინა სტატია

U.S. Needs 193 Million Tests Per Month In Schools And Nursing Homes To Contain Covid-19, Report Finds
10 September, 2020

შემდეგი სტატია

მიტანის სერვისი დრონებით – Walmart-ის ახალი წამოწყება
10 September, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker