საქართველოს ბანკი და ოლიმპიური კომიტეტი პარტნიორობას 2025 წლის ჩათვლით გააგრძელებენ

საქართველოს ბანკსა და ოლიმპიურ, ასევე პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პარტნიორობა კიდევ  5 წლით  გაგრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი კომიტეტებს 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას. შესაბამის ხელშეკრულებას  ხელი უკვე მოეწერა.

პარტნიორობის მთავარი მიზანი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა და ქომაგობაა. ბანკისა და კომიტეტების ურთიერთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსმენების ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას  და გავრცელებას, რადგან  თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნისა და  მოსახლეობის მხარდაჭერა.

 "მოხარული ვართ, რომ ჩვენს და ეროვნულ ოლიმპიურ  კომიტეტს შორის მრავალწლიანი, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენთვის დიდი პატივია სწორედ იმ სპორტსმენების მხარდაჭერა, რომლებიც არ ჩერდებიან, დაუღალავად ემზადებიან და მოტივირებულები არიან, რათა საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინონ. თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით სპორტის პოპულარიზაციას და სპორტსმენებს სამომავლო განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ წვლილისთვის, რაც სპორტის განვითარებაში შეიტანეს და არაერთი ჯილდოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით მოიპოვეს.  ჩვენ გვეამაყება ჩვენი ოლიმპიელების გულშემატკივრობა“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ჩვენ გირჩევთ

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანი საქართველოს ეწვევა

გალტ & თაგარტი ბიზნესებს მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანი საქართველოს ეწვევა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანი საქართველოს ეწვევა

წინა სტატია

Elon Musk Has Promised To Give At Least Half His Fortune To Charity. Here’s How Much He’s Donated So Far
10 სექტემბერი, 2020

შემდეგი სტატია

ბრიტანეთის საელჩო ანაკლიის და “კავკასუს ონლაინის” საკითხს ყურადღებით აკვირდება
10 სექტემბერი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker