კორონავირუსის რუსულ ვაქცინას მეცნიერების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს

რუსული ვაქცინის - Sputnik V-ის პირველი ფაზის შედეგების შესახებ გასაჯაროებულმა მონაცემებმა მეცნიერებს ძალიან ბევრი კითხვა დაუტოვეს. მეცნიერები რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს მონაცემების განმარტებას მოითხოვენ.

მეცნიერების ნაწილის აზრით, მონაცემები არ არის სრული და საჭიროა დეტალური განმარტება. შედეგებში ნაჩვენებია, რომ მოხალისეთა ანტისხეულების რიცხვი კვლევის მანძილზე უცვლელი რჩებოდა. გარდა ამისა, დეტალური ინფორმაციის უკმარისობა მეცნიერებს ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას ვერ აძლევს.

“ამ მონაცემების საპასუხოდ, ჩვენ 27 მეცნიერის ხელმოწერა მოვაგროვეთ ინსტიტუტისთვის წერილის გასაგზავნად, რომ შედეგების შესახებ ინფორმაცია განგვიმარტონ და ამოღებული დეტალებიც ჩაამატონ. სრული ინფორმაციის გარეშე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია,” - აცხადებს ენრიკო ბუჩი, რომელიც აშშ-ის Temple University-ის პროფესორია.

თავის მხრივ რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მონაცემებში არსებულ ინფორმაციას არანაირი დანაკლისი აქვს და სრულად ავთენტურია.

CNBC

ჩვენ გირჩევთ

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ - შვეიცარიის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება

საქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ - შვეიცარიის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ - შვეიცარიის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება

წინა სტატია

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ - შვეიცარიის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება
11 September, 2020

შემდეგი სტატია

Scientists question ‘strange’ data in Russian coronavirus vaccine trial after ‘unlikely’ patterns - CNBC
11 September, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker