AstraZeneca-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმება განაახლა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ კომპანია AstraZeneca ვაქცინაზე ცდების ჩატარებას კვლავ გააგრძელებს. ცნობისთვის, კვლევის შეფერხების მიზეზი ერთ-ერთ პაციენტში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები გახდა. ინციდენტის შემდეგ, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოების კერძო კომიტეტმა და ინგლისის სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაამოწმა, რის შემდეგაც უსაფრთხოების ორივე კომიტეტმა AstraZeneca-ს დართო ნება იმისა, რომ კლინიკური კვლევები გაეგრძელებინა.

AstaZeneca-ს ვაქცინის კლინიკური შემოწმების ამ ეტაპზე 18,000 მოხალისეა ჩართული. დამატებით, ოქსფორდი დაახლოებით 30,000 მოხალისეს ეძებს აშშ-ში. ვაქცინაზე მომუშავე კომპანიის განცხადებით, პაციენტს, რომლის გამოც შეფერხდა კლინიკური კვლევები, ხერხემლის იშვიათი ანთება დაემართა.

“იმისათვის, რომ კოვიდ-19-ის პანდემია დროულად დავძლიოთ, საჭიროა შევიმუშავოთ ისეთი ვაქცინები, რომლის მოხმარებითაც საზოგადოება თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ამრიგად, ყველა კომპანიისთვის გადამწყვეტია, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვოს და დასკვნები ზედმეტი დამოწმების გარეშე არ გააკეთოს”, – განაცხადა კემბრიჯის პროფესორმა შარლოტა სამერსმა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ვაქცინის სამი კანდიდატია მოწინავე პოზიციებზე. AstaZeneca-ს გარდა, მათ შორის არის კომპანია Moderna-ს ვაქცინა აშშ-ში და გერმანული BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინა. ორივე მათგანი შემოწმების მესამე ფაზაზეა. 

ჩვენ გირჩევთ

რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია საქართველოში მილიონი აკრის ტერიტორიაზე? – Forbes-ი

ტოპ-5 ნავთობმზიდი კომპანია მსოფლიოში

რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია საქართველოში მილიონი აკრის ტერიტორიაზე? – Forbes-ი

რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია საქართველოში მილიონი აკრის ტერიტორიაზე? – Forbes-ი "ფრონტერაზე"

წინა სტატია

5 Biggest Oil Tanker Companies
14 September, 2020

შემდეგი სტატია

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური მოვლენები
14 September, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker