აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 7.5 პროცენტით შემცირდა

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 7.5 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წლის აგვისტოში 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 7.5%-ით (24 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 19%-ით (154 მლნ დოლარით) შემცირდა. 2020 წლის აგვისტოში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 292 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 643 მლნ დოლარი შეადგინა.

აგვისტოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -351 მლნ დოლარია, რაც 2019 წლის აგვისტოს უარყოფით ბალანსზე 130 მლნ დოლარით ნაკლებია.

რვა თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 14.7%-ით, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა. რვა თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -2 865 მლნ დოლარია, გასული წლის რვა თვეში -3 303 მლნ დოლარი იყო.

აგვისტოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *