პანდემიამ სურსათის შეძენის წესი, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ პრეპანდემიურ ცხოვრების წესს მალე დაუბრუნდება, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენი ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეიცვლება. იცვლება სერვისებიც, კომპანიები ცდილობენ ახალ რეალობაზე მორგებას, გარდა ამისა იქმნება ახალი კომპანიებიც. ასე მაგალითად, Instacart-ი მიტანის სერვისია აშშ-ში, რომელსაც სურსათი მაღაზიებიდან პირდაპირ კართან მიაქვს. წელს, Instacart-ის შეკვეთების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. კომპანიის აზრით, მიტანის სერვისზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგაც არ შემცირდება. 

“ადამიანები საკვებს კვირაში საშუალოდ 21-ჯერ მიირთმევენ, ამ საკვების უმეტესობა კი სურსათის მაღაზიებშია ნაყიდი. ეს მონაცემები პანდემიის შემდეგაც არ შეიცვლება, შეიცვლება უბრალოდ სურსათის შეძენის კულტურა,” - ამბობს Instacart-ის პრეზიდენტი ნილამ განენთირანი. 

ამერიკულ სუპერმარკეტთა ქსელის, Whole Foods-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯონ მაქეი Instacart-ის მოსაზრებას ემხრობა და მიიჩნევს, რომ სურსათის მიტანის სერვისზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

Amazon-ი, რომელმაც Whole Foods-ი 2017 წელს $13.7 მილიარდად შეიძინა, მიტანის სერვისის გაუმჯობესების ინოვაციურ გზებზე ფიქრობს. კომპანიამ ბრუკლინში უკვე გახსნა ერთი საწყობი, რომელიც მხოლოდ ონლაინ შეკვეთებზე არის გათვლილი.

“ამ პროექტზე უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობთ. სურსათის ონლაინ გადასატანად ეს პროექტი Whole Food-სთვისაც და Amazon-ისთვისაც უმნიშვნელოვანესია,” - აცხადებს Whole Foods-ის პრეზიდენტი.

ჩვენ გირჩევთ

McDonald’s to start testing reusable cups in effort to cut waste

McDonald’s to start testing reusable cups in effort to cut waste

McDonald’s to start testing reusable cups in effort to cut waste

McDonald’s to start testing reusable cups in effort to cut waste

წინა სტატია

McDonald’s to start testing reusable cups in effort to cut waste
14 September, 2020

შემდეგი სტატია

Coronavirus pandemic could permanently change grocery shopping – Foxbusiness
14 September, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker