აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. ბანკი 2021 წელს საქართველოსთვის  4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ADB-ის შეფასებით, მომდევნო წელს ტურიზმის, ექსპორტისა და ადგილობრივი მოხმარების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს. 

განახლებული პროგნოზით ADB მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს, რაც ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის შედეგია, თუმცა ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის დასაწყისში დაახლოებით 5.8%-ით შემცირდა, 2019 წლის იმავე პერიოდის 4.8%-იანი ზრდის საპირისპიროდ.

"კოვიდ-19-ის ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად საქართველომ არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება,“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. - „გაჯანსაღების შენარჩუნება შესაძლებელია ზოგიერთი საგადასახადო და სავალო შეღავათების გახანგრძლივებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობით და ჯანდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებით შესაძლო მეორე ტალღის დასახვედრად. ADB კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პანდემიის დაძლევაში და მის გვერდით იქნება დივერსიფიცირებული და ინკლუზიური განვითარების გზაზე.“

ანგარიშის მიხედვით საქართველოში ინფლაცია 2020 წელს 6.0%, ხოლო 2021 წელს 4.5% შეადგენს, რაც აპრილში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებლებია. 2020 წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია გასული წლის 3.6%-თან შედარებით გაიზარდა და 6.4% შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა ფასების ინდექსი: 13.6%-ით კვების პროდუქტებზე, 4.3%-ით სხვა საქონელსა და 2.2%-ით მომსახურებაზე. საბაზო ინფლაციამ 6.6%-ს მიაღწია და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10.1%-ით გაიზარდა. შემომავალი ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირების გამო ლარი გასულ წელთან შედარებით 4.4%-ით გაუფასურდა, თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაერია და ვარდნის შესარბილებელი ოპერაციები განახორციელა.

კოვიდ-19-ის შესაკავებლად გატარებულმა შეზღუდვებმა კერძო ინვესტიციები 1.9%-ით შეამცირა. საჯარო მოხმარების მცირედი, 0.9%, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების 0.8%-ით კლება შეინიშნა, თუმცა 2020 წლის ბოლოს ორივე მათგანის ზრდაა მოსალოდნელი. ასევე მოსალოდნელია კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების მატება ფისკალური მასტიმულირებელი პაკეტის კვალდაკვალ, რაც მშპ-ს 7.5%-ს შეადგენს.

განახლებულ ანგარიშში მკვეთრადაა გაზრდილი საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020-სა და 2021 წლებში შესაბამისად 11 და 8 პროცენტით, რაც 2020 წლის პირველ კვარტალში თითქმის გაორმაგებული დეფიცის თანმდევი პროგნოზია, რადგან ტურიზმის 29.8%-ით შემცირებამ სერვისების ექსპორტი 15.6%-ით შეამცირა.

ტურიზმის, საგარეო მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შესაძლო გახანგრძლივება ზრდის პროგნოზს ამცირებს, ისევე როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მუშაობის მოსალოდნელი სავარაუდო შენელება.

 

ჩვენ გირჩევთ

Apple-მა სინგაპურში უნიკალური დიზაინის მაღაზია გახსნა

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ ჩატარებული ახალი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეცნიერების უფრო მეტად ჩართვას ითხოვს

წინა სტატია

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ ჩატარებული ახალი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეცნიერების უფრო მეტად ჩართვას ითხოვს
15 September, 2020

შემდეგი სტატია

YouTube-მა TikTok-ის მსგავსი პლატფორმა შექმნა
15 September, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker