ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი პრეზიდენტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

მსოფლიო პანდემიის პერიოდში, ცალკეული ქვეყნების პრეზიდენტებმა აქტიურად დაიწყეს თავიანთი ხელფასების კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ სხვადასხვა ფონდებში გადარიცხვა. Forbes Georgia-მ მოიკვლია, ქვეყნების ლიდერების ყოველთვიური ხელფასები და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალანაზღაურებადი პრეზიდენტები გამოავლინა.

რეიტინგში პირველ ადგილს $11,495.96 თვიური ხელფასით ლიეტუვას პრეზიდენტი იკავებს. ხოლო ყველაზე დაბალანაზღაურებადი პრეზიდენტი ყირგიზეთის მთავრობის მეთაურია, რომელსაც 17-ჯერ დაბალი ხელფასი აქვს ლიეტუვას პრეზიდენტთან შედარებით.

ხელფასები ქვეყნების ეროვნული ვალუტებიდან, აშშ დოლარშია გადაყვანილი 2020 წლის 14 სექტემბრის მონაცემებით. ჩვენ, აღნიშნული მონაცემები სხვადასხვა ვებგვერდებიდან შევკრიბეთ, ასევე ისეთი ორგანიზაციების ინფორმაცია გამოვიყენეთ, როგორიცაა მაგალითად მსოფლიო ბანკი. ცნობისთვის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტები, ჩვენს სიაში ვერ მოხვდნენ იმის გამო, რომ სარწმუნო ინფორმაცია მათი ხელფასების შესახებ არ მოიპოვება.

გიზიარებთ პოსტსაბჭოთა 12 ქვეყნის პრეზიდენტების რეიტინგს ხელფასების მიხედვით და ასევე აღნიშნული ქვეყნების მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე.

1. გიტანას ნაუსედა

  • ლიეტუვას მე-9 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $11,495.96
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $19,455.5.

2. ვლადიმერ პუტინი

  • რუსეთის ფედერაციის მე-4 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $10,348.09
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $11,585.0

3. ილჰამ ალიევი

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-4 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $8,823.53
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,793.6

4. კერსტი კალიულაიდი

  • ესტონეთის მე-5 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $7,921.28
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $23,659.9

    5. ეგილს ლევიტსი 

  • ლატვიის მე-10 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $7,062.75
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $17,836.4 

6. ალექსანდრ ლუკაშენკო

  • ბელარუსის პირველი პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $3,752.56
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $6,663.3

7. სალომე ზურაბიშვილი

  • საქართველოს მე–5 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $2,222
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,769.2

8. არმენ სარქისიანი

  • სომხეთის რესპუბლიკის მე-4 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $2,118.26
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,622.7

9. ემომალი რაჰმონი

  • ტაჯიკეთის რესპუბლიკის მე-3 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $1,100
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $870.8

10. ვოლოდიმირ ზელენსკი

  • უკრაინის მე-6 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $1,000.28
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $3,659.0

11. იგორ დოდონი 

  • მოლდოვის რესპუბლიკის მე-5 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $781.25
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,498.5

12. სოორონბაი ჟეენბეკოვი

  • ყირგიზეთის რესპუბლიკის მე-5 პრეზიდენტი
  • ყოველთვიური ხელფასი: $670.67
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,309.4.

 

ჩვენ გირჩევთ

პუტინი თანახმაა ლუკაშენკოს $1,5 მლრდ ასესხოს

Klarna ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ-კომპანია გახდა

პუტინი თანახმაა ლუკაშენკოს $1,5 მლრდ ასესხოს

პუტინი თანახმაა ლუკაშენკოს $1,5 მლრდ ასესხოს

წინა სტატია

Highest and Lowest Paid Presidents of Post-Soviet States
16 სექტემბერი, 2020

შემდეგი სტატია

ვაქცინების უდიდესი მწარმოებლის CEO ვაქცინას 2024 წლამდე არ მოელის
16 სექტემბერი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker