Amazon-ი აშშ-ის გარეუბნებში 1,500 პატარა საწყობს ხსნის

Amazon-ი აშშ-ის გარეუბნებში 1,500 პატარა საწყობს ხსნის

Walmart-ისათვის კონკურენციის გასაწევად, Amazon-ი აშშ-ის გარეუბნებში 1,500 პატარა საწყობის გახსნას ისახავს მიზნად. ამრიგად, Amazon-ი დააკმაყოფილებს საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე გაზრდილ მოთხოვნას პანდემიის პერიოდში.

Amazon-ის CEO ჯეფ ბეზოსი ამ პროექტში მილიარდობით დოლარს დებს, რათა გააუმჯობესოს კომპანიის პროდუქციის ტრანსპორტირება. პანდემიის დასაწყისში, როდესაც მოთხოვნა ონლაინ პროდუქტებისთვის მძაფრად გაიზარდა, Amazon-ი ამდენი შეკვეთის მიტანას ორ დღეში ვერ აუდიოდა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ კომპანიამ 175,000 ახალი თანამშრომელი აიყვანა, რამაც შეკვეთების შესრულებაც გაამარტივა.

ცნობისთვის, Amazon Prime-ის საპასუხოდ, Walmart-მა მოსახლეობას Walmart Plus-ი გააცნო, რომელიც Amazon Prime-ის თვიურ პროგრამაზე $21-ით იაფია. თუმცა, Walmart Plus-ი უფასო მიტანის სერვისს მაშინ უზრუნველყოფს, თუ შესყიდული პროდუქტების ჯამური ფასი $35-ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ Amazon-მა ნიუ-ჯერსიში ორი Fairway Market-ის ფართი შეიძინა. გიგანტ კომპანიას ჯერ არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს იგი ამ თავისუფალ ფართებს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *