ჩინური ფარმაცევტული კომპანია მოსახლეობას ვაქცინას რამდენიმე თვეში შესთავაზებს – Reuters

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ფარმაცევტული კომპანია - China National Biotec Group-ი (CNBG), კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას და მის გამოყენებაზე ლიცენზიის მოპოვებას წლის ბოლომდე მოელის.

ივლისში, ჩინური ვაქცინით ე.წ. წინა ხაზზე ათასობით მომუშავე პერსონალი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები აიცრნენ. ეს იმისათვის, რომ პაციენტებს კოვიდ-19-ის ანტისხეულები გამოემუშავებინათ. მართალია, პანდემიის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ეფექტური ვაქცინა, დამოწმების და გარანტიის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. ვაქცინის გასაჯაროებამდე საჭიროა, ვფლობდეთ ინფორმაციას მისი გვერდით მოვლენების შესახებ.

Reuters-ის ცნობით, ამჟამად, CNBG-ის ვაქცინის ორი კანდიდატი ჩინეთში დამოწმების პროცესს გადის.

“თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ორივე ვაქცინა დამოწმდება წლის განმავლობაში და მზად იქნება საზოგადოებისთვის გამოსაყენებლად”, – ამბობს ფარმაცევტული კომპანიის ვიცეპრეზიდენტი, შენგ იუნტაო.

ჩვენ გირჩევთ

HSBC-ის აქციების ღირებულება მინიმალურ ზღვრამდე დაეცა

10 უმსხვილესი ავტომწარმოებელი მსოფლიოში

HSBC-ის აქციების ღირებულება მინიმალურ ზღვრამდე დაეცა

HSBC-ის აქციების ღირებულება მინიმალურ ზღვრამდე დაეცა

წინა სტატია

Airbus, The World’s Largest Planemaker, Warns Of More Job Cuts Because Of The Pandemic
23 September, 2020

შემდეგი სტატია

Chinese state-backed firm expects coronavirus vaccine approval for public use within months – Reuters
23 September, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker