Nike-ის ონლაინ გაყიდვები 82%-ით გაიზარდა

Nike-ის ონლაინ გაყიდვები 82%-ით გაიზარდა

Nike-ის ონლაინ გაყიდვები 82%-ით გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამასთან, კომპანიის აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა და ოთხშაბათის მონაცემებით, დაახლოებით $132-ს მიაღწია.

ცნობისთვის, Nike-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა მომენტალურად კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე, ვინაიდან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები დაიხურა მსოფლიოს მასშტაბით. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად კი მსოფლიოში უმსხვილესმა სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელმა გადაწყვიტა ონლაინ გაყიდვები გაეძლიერებინა, როგორც ვებგვერდის ასევე აპლიკაციის მეშვეობით.

“ჩვენ ვიცით რომ ციფრული ახალი რეალობაა. მომხმარებელი დღეს ციფრულად ცხოვრობს და მარტივად ვერ დაუბრუნდება ძველ რეალობას“, – განაცხადა Nike-ის აღმასრულებელმა ჯონ დონაჰომ.

Nike-ში აცხადებენ, რომ მთლიანი ფისკალური წლის შემოსავლების ზრდას ელოდებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *