Apple-ის CEO მოხიბლულია დისტანციური მუშაობით

Apple-ის CEO მოხიბლულია დისტანციური მუშაობით

Apple-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტიმ კუკი აცხადებს, რომ ის მოხიბლულია თანამშრომლების უნარით იმუშავონ დისტანციურად. მას ასევე მიაჩნია, რომ პანდემიის შემდეგაც იქნება შენარჩუნებული მსგავსი სამუშაო “ჩვევები“, რასაც ონლაინ მუშაობა ჰქვია.

ტიმ კუკის განცხადებით, Apple-მა წელს ამ პირობებში შექმნა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ახალი Apple Watch-ი და iPad-ი, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულების დიდი ნაწილი ოფისის გარედან მუშაობს კოვიდ-პანდემიის პერიოდში.

“არ ვფიქრობ, რომ Apple-ი დაუბრუნდება იმ ვითარებას, რაც პანდემიამდე იყო, ვინაიდან ჩვენ მივხვდით, რომ არის რაღაცები, რაც ნამდვილად კარგად მუშაობს ვირტუალურადაც“, – აღნიშნა ტიმ კუკმა The Atlantic Festival-თან ინტერვიუში.

კუკისგან განსხვავებით, ისეთმა ხელმძღვანელმა პირებმა, როგორიცაა მაგალითად Netflix-ის აღმასრულებელი რიდ ჰასტინგსი, დისტანციურად მუშაობას ნეგატიური უწოდა. ასევე JPMOrgan Chase-ის ხელმძღვანელმა ჯემი დაიმონმა აღნიშნა, რომ თუ თანამშრომლები ოფისებს მალე არ დაუბრუნდებიან, ზიანი გაგრძელდება.  

ტიმ კუკი ამბობს, რომ Apple-ს თანამშრომელთა 10-15% უკვე დაუბრუნდა ოფისებს. მისივე ვარაუდით, თანამშრომელთა უმრავლესობა „სილიკონ ველის“ ახალ კამპუსს მომავალი წლისთვის დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *