განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ტოპ-10 უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ენერგოსექტორისთვის მთავარი წყარო განახლებადი ენერგიაა. განახლებადი ენერგიის უდიდესი კომპანიების ოფისები ძირითადად ესპანეთსა და დანიაშია, დანარჩენი განთქმული კომპანიები კი ჩინეთში, აშშ-ისა და კანადაში მდებარეობს.

წარმოგიდგენთ განახლებადი ენერგიის მწარმოებელ უმსხვილეს ტოპ-10 კომპანიას მსოფლიოში. რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია 11 სექტემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემები.

1. Iberdrola SA

  • წლიური შემოსავალი: $38.3 მილიარდი
  • სუფთა შემოსავალი: $4.0 მილიარდი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $77.9 მილიარდი

Iberdrola ესპანური წარმოშობის მულტინაციონალური კომუნალური სერვისების კომპანიაა. კომპანია დაკავებულია ელექტროენერგიის გამომუშავებით და დისტრიბუციით. Iberdrola-ს ფილიალები კიდევ სამხრეთ ამერიკაში, აშშ-ში, ესპანეთში და პორტუგალიაში მდებარებს.

2. Vestas Wind Systems A/S

  • წლიური შემოსავალი: $15.6 მილიარდი
  • სუფთა მოგება: $563.2 მილიარდი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $29.4 მილიარდი

Vestas-ი დანიური კომპანიაა, რომელიც ენერგიას ქარის ტურბინებით გამოიმუშავებს. გარდა ამისა, Vestas-ი თავისით ანვითარებს, აწარმოებს და ამონტაჟებს ქარის ტურბინებს. კომპანიის ქარის წისქვილები უკვე თითქმის ყველა ქვეყანაშია აგებული.

3. Siemens Gamesa Renewable Energy SA

  • წლიური შემოსავალი: $10.6 მილიარდი 
  • სუფთა მოგება: -$830.5 მილიარდი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $17.4 მილიარდი

Siemens Gamesa ესპანური ქარის ტურბინების საინჟინერო კომპანიაა. Siemens Gamesa როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ქარის ტურბინებს ყიდის, რომლებსაც უკვე 90 ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება.

4. Orsted A/S

  • წლიური შემოსავალი: $6.4 მილიარდი
  • სუფთა მოგება: $850.3 მილიონი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $57.6 მილიარდი

Ostred-ი განახლებადი ენერგიის დანიური კომპანიაა, რომელიც განახლებადი ენერგიის მოპოვების რამდენიმე ხერხს იყენებს. კომპანიის ქარისა და თერმული ენერგიის სექტორები ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიებით გამოირჩევიან: საზღვაო ქარის ტურბინების ‘ფერმებით’ და თერმულ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებით.

5. JinkoSolar Holding Co.

  • წლიური შემოსავალი: $4.6 მილიარდი
  • სუფთა მოგება: $163.1 მილიონი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $945.4 მილიონი

JinkoSolar-ი ჩინური კომპანიაა, რომელიც მზის ენერგიას გამოიმუშავებს. ელექტროენერგიის გარდა, კომპანია მომხმარებელს მზის ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო ინფრასტრუქტურას სთავაზობს, როგორებიცაა მზის პანელები და მოდულები. 

6. Canadian Solar Inc.

  • წლიური შემოსავალი: $3.2 მილიარდი
  • სუფთა მოგება: $257.3 მილიონი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.7 მილიარდი

Canada Solar-ი კანადური კომპანიაა, რომელიც მზის ენერგიას გამოიმუშავებს. Ის ასევე აპროექტებს და აწარმოებს მზის გამოსხივების ან სინათლის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობებს. Canadian Solar-ს მომხმარებელი 160 ქვეყანაში ჰყავს.

7. First Solar Inc. 

  • წლიური შემოსავალი: $3.1 მილიარდი
  • სუფთა მოგება: $98.8 მილიონი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $7.4 მილიარდერი

First Solar-ი მზის ენერგიის კომპანიაა. ამ სიაში ჩამოთვლილი დანარჩენი მზის ენერგიაზე მომუშვებ კომპანიების მსგავსად, First Solar-იც უზრუნველყოფს მომხმარებლებს მზის გამოსხივების ან სინათლის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობებით.

8. Brookfield Renewable Partners LP 

  • წლიური შემოსავალი: $2.9 მილიარდი
  • სუფთა მოგება: -$34.3 მილიონი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $8.2 მილიარდი

Brookfield Renewable კანადური შეზღუდული ქონებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც განახლებადი ელექტროენერგიის მრავალ აქტივს ფლობს და მართავს. ამასთან ერთად, Brookfield Renewable-ს ბევრ ქვეყანაში განახლებადი ელექტროენერგიის გამომუშავების სადგურებიც აქვს.

9. Renewable Energy Group Inc. 

  • წლიური შემოსავალი: $2.6 მილიარდი
  • სუფთა მოგება: $563.3 მილიონი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.6 მილიარდი

Renewable Energy Group-ი ბიოდიზელის საწვავის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია განახლებადი და ბიოდეგრადირებადი საწვავით და ქიმიკატებით ვაჭრობით. Renewable Energy Group-ი ნარჩენების, ცხიმების, მცენარეული ზეთების და სხვა სამრეწველო ნედლეულის შერევით ბიოდეგრადირებად და განახლებად საწვავს აწარმოებს.

10. SunPower Corp.

  • წლიური შემოსავალი: $1.9 მილიარდი
  • სუფთა შემოსავალი: $8.4 მილიონი
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.8 მილიარდი

SunPower-ი მზის ენერგიის გამომმუშავებელი კომპანიაა, რომელიც ასევე დაკავებულია მზის პანელების დამზადებით.  SunPower-ი თავისი ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად ინოვაციური მზის ენერგიის მოსაპოვებელი გზებით გამოირჩევა, ასევე, განვითარებული ინჟინერიით და ტექნოლოგიით.

ჩვენ გირჩევთ

თელ-ავივი

Tesla-ს საბაზრო ღირებულება $50 მილიარდით შემცირდა

თელ-ავივი

თელ-ავივი "ელექტრო ქუჩების" პირველი ქალაქი გახდება

წინა სტატია

Georgia: From the Coronavirus to a Critical Test of Democracy – National Interest
23 September, 2020

შემდეგი სტატია

10 Biggest Renewable Energy Companies
24 September, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker