Sotheby's-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებით $8 მილიონიანი სახლი შეიძინა

Sotheby's-ის აუქციონის სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა თომას სიდნეი სმიტმა დაახლოებით $8 მილიონიანი სახლი შეიძინა. უძრავი ქონება ფლორიდის ქალაქ პალმ ბიჩში მდებარეობს. გარიგების მიხედვით, სმიტმა და მისმა მეუღლემ 567.5 კვ.მ ფართობის სახლი იყიდეს.

სახლი თებერვალში $9 მილიონად იყიდებოდა.

აღნიშნული უძრავი ქონება ახალაშენებულია. მას ხუთი საძინებელი, ექვსი სააბაზანო, ლიფტი, ბიბლიოთეკა და აუზი აქვს.

ცნობისთვის, ძვირადღირებული ფეშენებელური სახლები პალმ ბიჩში პანდემიის პერიოდში დიდი ოდენობით გაიყიდა. მიმდინარე თვეს კიდევ ერთი სახლი $7.2 მილიონად გაყიდეს. ასევე ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელმა ერთ-ერთი ვილა $5.5 მილიონად იყიდა.

აღსანიშნავია, რომ სმიტი აუქციონის სახლის პრეზიდენტი 2015–2019 წლებში იყო.

ჩვენ გირჩევთ

Emmy-ის დაჯილდოების განსხვავებული ცერემონიალი – 2020 წლის გამარჯვებულთა სია

რომელი ქვეყნები იქნებიან პოსტ-პანდემიური გლობალური ეკონომიკის გამარჯვებულები?

Emmy-ის დაჯილდოების განსხვავებული ცერემონიალი – 2020 წლის გამარჯვებულთა სია

Emmy-ის დაჯილდოების განსხვავებული ცერემონიალი – 2020 წლის გამარჯვებულთა სია

წინა სტატია

10 Biggest Renewable Energy Companies
24 September, 2020

შემდეგი სტატია

Former Sotheby’s CEO buys Palm Beach home for $8M
24 September, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker