Time-მა 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა

Time-მა 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა

გამოცემა Time-მა 2020 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალი განსხვავებულია გასული წლების რეიტინგებისგან, რადგან წელს გამოცემამ რეიტინგში შეიყვანა ექიმები, მედდები და მეცნიერები.

გამოცემა Time-ის ჩამონათვალში მოხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი და აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩიც.

Time-მა 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის წელს ასევე დაასახელა გერმანელი ინფექციონისტი კამილა როთი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დადგენაში, რომ COVID-19-ი უსიმპტომო ადამიანებისგანაც ვრცელდება. ასევე, მედდა ნიუ-იორკიდან, ემი ოსულივანი, რომელიც ნიუ-ორკში კორონავირუსით დაღუპულ პირველ პაციენტს მკურნალობდა, რის შემდეგაც თავადაც დაინფიცირდა.

გარდა ამისა, Time-ის წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში არიან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტაივანის პრეზიდენტი ცაინ ვენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

გამოცემის მთავარი რედაქტორის დენ მასაის განცხადებით, წლევანდელი წელი კორონავირუსის გამო სრულიად განსხვავებულია, რადგან გამოცემის თანამშრომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დისტანციურად იმუშავა ამ სიის შედგენაზე.

“წლევანდელი ჩვენი ჩამონათვალი ასობით ვირტუალური შეხვედრის შედეგია. წელს გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ისინ, ვისიც გვჯერა და იმედის თვალით შევყურებთ. წლევანდელი წელი არის წარმოუდგენელი გამოწვევების წელი, რომელიც ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა დენ მასაიმ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *