მეცნიერები გონებრივი სამუშაოს შესრულებისთვის დღის ყველაზე პროდუქტიულ მონაკვეთს ასახელებენ

სახლიდან მუშაობის დროს ალბათ თითოეული თქვენგანი ცდილობთ მაქსიმალური პროდუქტიულობა გამოიჩინოთ. თუმცა, როდის არის დღის ის მონაკვეთი, როდესაც თქვენ ყველაზე პროდუქტიული ხართ?! ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის და ესპანეთის გრანადას მკვლევარებმა დაადგინეს დროის ის მონაკვეთი დღის განმავლობაში, როდესაც ყველაზე ეფექტურია გონებრივი სამუშაოების შესრულება და ეს დრო დაახლოებით სამხრის პერიოდია.

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ნახევარი მილიონი გამოცდის შედეგი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებმა დიდ ბრიტანეთში დღის სამ სხვადასხვა მონაკვეთში – 9:00, 1:30 და 4:30 საათებზე შეასრულეს. ხუთი წლის მანძილზე ჩატარებული გამოცდების შედეგების მიხედვით (საშუალოდ ექვსი გამოცდა ერთ სტუდენტზე) დადგინდა, რომ ყველაზე კარგი შედეგები მათ 1:30 საათზე დაწერილ გამოცდებში ჰქონდათ.

შესაძლოა სამხრის დროს მშივრები ვიყოთ და გვიჭირდეს სამუშაოზე ფიქრი, თუმცა, კვლევამ, რომელიც ძალიან მასშტაბური იყო, დაადგინა რომ გონებრივად ადამიანი ამ პერიოდში განსაკუთრებით პროდუქტიულია.

რას ნიშნავს „გონებრივი სამუშაო“? ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სამუშაო რაც უკავშირდება ახალი ინფორმაციის გადამუშავებას, ძველის გახსენებას და ა.შ. სკოლისა და უნივერსიტეტის გამოცდებიც სწორედ ამ კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა, მსგავსი ამოცანების შესრულება ყოველდღიურად თითქმის ყველა ადამიანს გვიწევს, მათ შორის მაგალითად ექიმსაც, რომელიც ქირურგიულ ოპერაციას აკეთებს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რაც უნდა ვიცოდეთ. მეცნიერები ამბობენ, რომ გააჩნია ასაკსაც. „პროდუქტიული დროის“ განსაზღვრაზე მოქმედებს ცირკადული რიტმი, 24-საათიანი ბიოლოგიური საათი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს მიხვდეს, როდის თენდება და როდის ღამდება. ჩვენი შინაგანი საათის ცვლილება კი ასაკთან ერთად ხდება. ამიტომაც თუ ახალგაზრდებისთვის პროდუქტიული პერიოდი არის დაახლოებით შუადღე, რაც უფრო ასაკი გვემატება, პროდუქტიულობის პერიოდი უფრო დილისკენ ინაცვლებს. ჩვენს ბიოლოგიურ რიტმზე ასევე მოქმედებს გენეტიკაც და სოციალური გარემოც.

ასევე გავლენა აქვს წელიწადის დროებსაც. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, იანვარში გამოცდის დილიდან სამხრის დროს გადატანა ზრდის სტუდენტების პროდუქტიულობას ორჯერ, მაშინ როდესაც ივნისის თვეში ეს არ ამართლებს. იანვარში უფრო ხანმოკლეა დღე და მზის სხივებიც, ამიტომაც ცირკადული საათი გვიან იწყებს მუშაობს, ანუ ტვინი უკეთ მუშაობას ცოტა უფრო მოგვიანებით ახდენს.

სტატიის ავტორების თქმით, ალბათ ხვალიდან ამის წაკითხვის შემდეგ, ბევრი შეეცდება რომ გონებრივი სამუშაო სამხრის დროს შეასრულოს. მკვლევარების რჩევა რა იქნება? ისინი გვირჩევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შესასრულებელი საქმე დავიწყოთ ადრე და დავასრულოთ სამხრამდე.

money.com

ჩვენ გირჩევთ

Tesla-ს საბაზრო ღირებულება $50 მილიარდით შემცირდა

ჩინური ფარმაცევტული კომპანია მოსახლეობას ვაქცინას რამდენიმე თვეში შესთავაზებს – Reuters

Tesla-ს საბაზრო ღირებულება $50 მილიარდით შემცირდა

Tesla-ს საბაზრო ღირებულება $50 მილიარდით შემცირდა

წინა სტატია

How much gold is there left to mine in the world?
24 September, 2020

შემდეგი სტატია

Scientists Have Pinpointed the Most Productive Time of the Day, and it’s Not the Crack of Dawn
24 September, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker