ProductTank Tbilisi ბრუნდება!

გლობალური შეხვედრების სერია პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ - ProductTank - Techstars-ის  სტარტაპ კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.

ღონისძიება სტარტაპ კვირეულის გახსნასთან ერთად, 28 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება სასტუმრო სტამბას ამფითეატრში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საუბრები და პანელური დისკუსიები.

Tbilisi Startup Bureau უკვე წელიწადზე მეტია აქტიურადაა ჩართული პროდუქტ მოძრაობაში და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცაღა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ადგილების რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ 100 მონაწილემდე და საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi

28 სექტემბრის შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან:

ლუკა ჩხეტიანი - საქართველოში პირველი AI კვლევითი კომპანიის, Systemcorp-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ის ასევე გახლავთ ინოვაციური კომპანია wavetech-ის თანადამფუძნებელი. ლუკას მოხსენების სათაურია: “End-to-end Research & Production in Deep Learning”

გიორგი ჯვარიძე - MaxinAI-ის აღმასრულებელი დირექტორი და Olmait-ის თანადამფუძნებელი, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მუშაობდა ირლანდიაში ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა tripadvisor და zalando, ასევე Data Science Tbilisi-ის საზოგადოების დამფუძნებელი და DataFest Tbilisi-ის თანაორგანიზატორია. გიორგი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ AI პროდუქტ იდეებზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა მოცემულია თბილისის დროით (GMT + 4). კონფერენციის სასაუბრო ენაა ინგლისური.

ჩვენ გირჩევთ

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 3 Tachstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში ბრუნდება!

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

წინა სტატია

Report: Trump Only Paid $750 In Taxes For 2016 And 2017
28 September, 2020

შემდეგი სტატია

EBRD and EU help Georgian firm’s expansion into fire extinguisher production
28 September, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker