ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 4.2 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 4.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საქონლის ექსპორტი 2014 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 593 მილიონი დოლარით, 24%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 718 მილიონი დოლარით, 10%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 4.2%-ით გაიზარდა და 67 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა გერმანიის (8 მილიონი დოლარი), ესპანეთის  (5 მილიონი დოლარი) და ბულგარეთის (4.6 მილიონი დოლარი) მიმართულებით. ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ექსპორტი 2.3%-ით გაიზარდა.

სექტემბერში დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 56 მილიონი დოლარით (44%-ით) შემცირდა. აქედან, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა 27 მილიონი დოლარით, ხოლო სომხეთში და რუსეთში 12 და 8 მილიონი დოლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *