ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა

დღეს, 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3946 შეადგინა. ამით ეროვნულმა ბანკმა შეაჩერა ლარის შემდგომი გაუფასურება. ბლუმბერგის ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟაზე დღეს ლარის კურსი დოლარის მიმართ ძირითადად 2.41-ის ნიშნულზე იყო.

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციის შედეგად ხვალ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.3957, ხოლო ევროს მიმართ 2.5399 იქნება.

ბოლო 2 თვეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 67 მილიონი დოლარი გაყიდა და ხელი შეუწყო ლარის კურსის გარკვეულ სტაბილურობას. როდესაც ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მიმართავს, ეს ნიშნავს, რომ ბანკი გრძელვადიან პირობებში ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებას არ მოელის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *