მიმდინარე კვირას მოსალოდნელი 5 მთავარი ეკონომიკური ამბავი

მიმდინარე კვირას მოსალოდნელი 5 მთავარი ეკონომიკური ამბავი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ჰოსპიტალიზებულია კოვიდ-ინფიცირების გამო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი პირდაპირ აისახება ბაზრებზე. ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს და ფისკალური სტიმულირების პროგრამის შესახებ ვაშინგტონში მიმდინარე მოლაპარაკებებს. მსოფლიოში მთავარი ეკონომიკური ამბებიც სწორედ ამ ორ ფაქტორს უკავშირდება, თუმცა, არის სხვა მნიშვნელოვანი პროცესებიც.

Investopedia-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ ხუთ მნიშვნელოვან მოსალოდნელ ამბავს:

  1. ტრამპის ინფიცირებამ მოსალოდნელი არჩევნების შესახებ გაურკვეველი პროგნოზები გააჩინა საზოგადოებაში. ტრამპის ექიმები ამბობენ, რომ პრეზიდენტს “რემდესივირით“ მკურნალობენ და ის თავს კარგად გრძნობს. თუმცა, დაძაბულობა მაინც შეინიშნება. ცნობისთვის, პრეზიდენტი კორონავირუსის პანდემიას ნაკლებად სერიოზულად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისმა აშშ-ის ეკონომიკა მძიმე დღეში ჩააგდო. ამასთან ვირუსმა 208 000-ზე მეტი მოქალაქე იმსხვერპლა.
  2. პარალელურად, აშშ-ში გრძელდება მოლაპარაკებები ახალი ფისკალური დახმარების პაკეტზე. როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გასულ კვირას განაცხადა, ის მოუწოდებს ავიაკომპანიებს დროებით შეაჩერონ თანამშრომელთა დათხოვნის პროცესი, ვინაიდან დახმარების პაკეტებზე გრძელდება დისკუსია. მასშტაბური დათხოვნა კი შრომის ბაზარზე მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს, მაშინ როდესაც ფისკალური პაკეტის შედეგად ზაფხულის სეზონზე ეკონომიკის ზრდას მიაღწიეს ქვეყანაში.
  3. ბევრი ინვესტორი შეშფოთებულია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით არჩევნებამდე ასე მცირე ხნით ადრე. ეს კი ამერიკის საფონდო ბირჟებზე თავის გავლენას იქონიებს, ისედაც ამ თვეში უკვე ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენა ბირჟებმა მარტის თვის შემდეგ.
  4. გარდა ამისა მიმდინარე კვირას დაგეგმილია ფედერალური სარეზერვო სამსახურის ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლა ბიზნესისა და ეკონომისტების ეროვნულ ასოციაციაში, სადაც ის ისაუბრებს დამატებითი ფისკალური სტიმულირების პაკეტზე და ეკონომიკური აღდგენის საჭიროებებზე.
  5. რაც შეეხება ევროპას, დღეს ევროზონის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში გეგმავენ შეხვედრას იმისათვის, რომ განიხილონ 750 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის განხორციელების საკითხი, რომელიც კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას უნდა მოხმარდეს. თუ ამ საკითხზე ვერ მიაღწევენ მაღალჩინოსნები შეთანხმებას, ეს ბიზნეს განწყობებზე სერიოზულ გავლენას იქონიებს..

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *