ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით

ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისდა ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ინოვაციების მხარდასაჭერად სტარტაპებს თანადაფინანსების 15, 000 ლარიან, 100, 000 ლარიან და 650, 000 ლარიან გრანტებს სთავაზობს.

კომპანიის გუნდი, კონკურენტული უპირატესობა, პროდუქტი ან ტექნოლოგია, რომელიც ინოვაციური მეთოდით აგვარებს მნიშვნელოვან პრობლემას  და სტარტაპს აძლევს გლობალურ ბაზარზე კომერციალიზაციის პოტენციალს  – სწორედ ასეთია GITA-ს 100, 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შეფასების კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალი.

შედარებით ვრცელია 650, 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის შეფასების კრიტერიუმები, რომელიც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, პრეტენდენტს სთხოვს, აჩვენოს ტექნოლოგიის, პროდუქტის ან სერვისის ინოვაციურობა, ნათელი IP პოზიცია და პოტენციალი, კონკურენტული პოზიცია და კომერციალიზაციის პოტენციალი და სხვა.

Forbes Georgia გაგაცნობთ GITA-ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულ ქართულ სტარტაპებს, რომელთაც გრანტის მიღმა 2019 – 2020 წელს ინვესტიციების ყველაზე მაღალი მოცულობის მოზიდვა შეძლეს. წარმოდგენილი თოთხმეტი სტარტაპიდან, რვა – Pulsar, Cryptx IQ, Cargon, BioChimPharm, Appidea, Phubber, Optio.Ai და Influence Georgia – სააგენტოს 650,  000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდის გამარჯვებულია, ხოლო დანარჩენი ექვსი – 100, 000 ლარიანი გრანტის პროგრამის.

  • კომპანია: Pulsar

საქმიანობის სფერო: პულსარი მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილების დილერებს საშუალებას მისცემს, სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს, ელექტრონული ფოსტის, მოკლე–ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ – ჩათის საშუალებით. Pulsar.ai პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც უკვე მოიზიდა 1,2 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია სილიკონ ველის ინვესტორებისგან, რაც მას, ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებასა და საქართველოში გუნდის გაზრდაში, ტექნოლოგიის კვლევასა და განვითარებაში დაეხმარება.

დამფუძნებლები: ზაალ გაჩეჩილაძე, დაჩი ჭოლაძე, სოფო ჭყოიძე, ჯორჯ არისონი

ინვესტიციის მოცულობა: GEL 3,740,000

         

საქმიანობის სფერო: Appidea, რომელიც 2014 წელს დაარსდა, ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა სექტორში, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის ქმნის უფასო მობილურ თამაშებს. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, კიევსა და ლონდონში. მისი პორტფოლიო მოიცავს 16 თამაშს და 2 აპლიკაციას. Appidea-ს ყველაზე წარმატებული თამაშია”Pixel Sword Fish io” რომლის გადმოწერების რაოდენობა10 მილიონს აჭარბებს. ჩამოტვირთვების უმეტესობა აშშ-ში მოხდა. კომპანიის თამაშები ასევე პოპულარულია აზიასა და ევროკავშირის ქვეყნებში.

ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების ფარგლებში, კომპანია გეგმავს, შექმნას ორი უფასო თამაში. ერთ-ერთი თამაშის პირველი ვერსია, რომლის სახელიცაა “Hero Wings” უკვე ხელმისაწვდომია Appstore-ზე.

დამფუძნებელი: ზურაბ ინაიშვილი.

ინვესტიციების მოცულობა: GEL 2, 975, 000

                                           

  • კომპანია: Cryptx IQ

საქმიანობის სფერო: კომპანიის პროდუქტი – კრიპტალი – წარმოადგენს ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყობას, 10-ზე მეტი კრიპტო–ბირჟისა და კრიპტო–საფულისთვის. კრიპტალის გამოყენებისას, თრეიდერებს არ უწევთ ცალკეულ ბირჟებზე შესვლა. ყველაფერი ერთ პლათფორმაზეა გაერთიანებული. პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს სავაჭრო ბოტებს, რომელიც ვაჭრობას მეტად ეფექტურს ხდის. ამასთან, კრიპტალი მომხმარებელს სთავაზობს ანგარიშების მართვის სრულ შესაძლებლობას, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლები მიიღებენ პორთფელის სრულ მართვას, ანგარიშებსა და  KPI–ი ანალიზს. 

დამფუძნებელი: იოსებ ბოლქვაძე.

ინვესტიციის მოცულობა: GEL  2, 500, 000

                                  

  • კომპანია: Cargon

საქმიანობის სფერო: კარგონი არის ციფრული ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ტვირთის მფლობელსა და გადამზიდავს, რამოდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით, ინტელექტუალური ალგორითმის მეშვეობით.

დამფუძნებელი: ვანო ჩალაძე, ნიკო ტურაბელიძე, შალვა ჯალაბაძე.

ინვესტიციის მოცულობა: GEL 2,500,000

       

საქმიანობის სფერო: ბიოქიმფარმი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქმნის და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ ალტერნატივას, ისეთი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად, როგორიც ფაგიო®-ა, კომპანიაში ბაქტერიების ბუნებრივ მტრებს – ბაქტერიოფაგებს, ან უბრალოდ ფაგებს იყენებენ.

ბიოქიმფარმი არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და ISO 9001-2015 სერთიფიცირებული კომპანიაა, ასაქმებს 50-ამდე ადამიანს, გააჩნია 2 საერთაშორისო პატენტი და 90– წლიანი აკუმულირებული გამოცდილება ფაგების ტექნოლოგიის მიმართულებით. კომპანიის მიერ, სრული საწარმოო ციკლით, საქართველოში ნაწარმოები ბაქტერიოფაგის პრეპარატები 8 ქვეყანაში იყიდება.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ბიოქიმფარმი ავითარებს, ცხოველების ჯანმრთელობა და ვეტერინარიაა.

დამფუძნებელი: ალექსანდრე ღოლიჯაშვილი;

გენერალური მენეჯერი: რატი ღოლიჯაშვილი;

ინვესტიციის მოცულობა: GEL 1,455,000

          

საქმიანობის სფერო: “ინფლუენს ჯორჯია“ ითვალისწინებს სრულად ავტომატიზებული ინფლუენს-მარკეტინგ პლატფორმის განვითარებას. პროექტის მიზანია, კომპანიის პროდუქტი გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ინფლუენს-მარკეტინგის პლატფორმა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს – ელექტრონული კომერცია და  გაყიდვებზე ორიენტირებული მარკეტინგი. 

დამფუძნებლები: გიორგი თუშურაშვილი, ლადი გაბუნია.

ინვესტიციის მოცულობა: GEL 698, 000.

          

საქმიანობის სფერო: ავტო-იმპორტთან დაკავშირებული პროცესების სრული ონლაინ პლატფორმა, ყველა სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპი.

დამფუძნებელი: ზურაბ ბაკურიძე;

ინვესტიციის მოცულობა: GEL 515, 000

          

საქმიანობის სფერო: ციფრული პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მყიდველებსა და გამყიდველებს. ფაბერი 2019 წელს გაეშვა ბაზარზე და დღევანდელი მდგომარეობით 70,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, პლატფორმაზე გასაყიდად განთავსებულია 100,000-ზე მეტი ნივთი. 2020 წლის ივნისიდან კომპანია მონაწილეობს 500 სტარტაპის აქსელერატორში, სექტემბერში კი ისინი აქსელერატორი ტოპ-5 კომპანიაში მოხვდნენ.

დამფუძნებლები: გიორგი ჩუგოშვილი, ანანო დოლაბერიძე.

ინვესტიციის მოცულობა: GEL 500, 000

          

საქმიანობის სფერო: “ლოგმაინდი”ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ლოგმონაცემთა ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც ეხმარება მსხვილი ორგანიზაციების IT Operations და DevOps გუნდებს ავტომატურად ამოიცნონ ხარვეზები თავიანთიკ ომპლექსური პროგრამებიდან და ასევე, მიიღონ ავტომატიზირებული რეკომენდაციები ამ ტექნიკური ხარვეზების გადასაჭრელად.

დამფუძნებელი: ქეთევან ზარიძე

ინვესტიციის მოცულობა: GEL 367, 260

          

საქმიანობის სფერო: ავტომობილების Peer-to-Peer პლატფორმული ეკოსისტემა, რომელიც აკავშირებს მანქანის გამქირავებელსა და დამქირავებელს.

დამფუძნებლები: ირაკლი ცაგარეიშვილი, სანდრო შამანიდი.

ინვესტიციის მოცულობა: GEL 270,000

          

  • კომპანიის სახელწოდება: LiveCaller

საქმიანობის სფერო: მომხმარებლებთან ურთიერთობის პროგრამა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობა იქონიონ საკუთარი ვებ-გვერდის ვიზიტორებთან, ვებ-ზარის, ონლაინ ჩათის და სქრინ შეარინგის (co-browsing) საშუალებით. LiveCaller ასევე აერთიანებს Facebook, Whatsapp, Viber და Telegram მიმოწერას ერთ სივრცეში რათა კომპანიებმა შეძლონ როგორც მათი ვებ-გვერდის ვიზიტორებთან, ასევე სოც მედიებშიც კომუნიკაცია, ერთი ფანჯრის პრინციპით.

დამფუძნებელი: ნიკა გაბუნია.

ინვესტიციის მოცულობა: GEL 200, 000

          

საქმიანობის სფერო: ბიზონი საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ სივრცეა, რომელიც აერთიანებს მძიმე ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების ყიდვა-გაყიდვის მსურველებს, საფინანსო და სადაზღვევო კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. Bizon.ge 2019 წლის დეკემბერში გაეშვა. საერთაშორისო მწარმოებლებისა და ბრენდების ადგილობრივ წარმომადგენლებს, სხვადასხვა დილერსა და ფიზიკურ პირს პლატფორმაზე გასაყიდად ან გასაქირავებლად უკვე განთავსებულიაქვს ასეულობით ახალი თუ მეორადი პროდუქტი.სამშენებლო, სატრანსპორტო, სამედიცინო და აგრო კატეგორიების მიხედვით შექმნილი საძიებო სისტემა, დეტალური აღწერილობები და პლატფორმის სხვადასხვა ფუნქციონალი ძალიან მარტივს ხდის მძიმე ტექნიკის შესყიდვის მძიმე გადაწყვეტილებას.

დამფუძნებლები: სალომე ღუდუშაური, ნატო ტორონჯაძე, ბექა ვახტანგიშვილი, ლევან გოგორელიანი.

ინვესტიციის მოცულობა: GEL140, 000

          

საქმიანობის სფერო: Optio.Ai ქმნის ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებულ პროდუქტებს ფინანსური სექტორისათვის. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა მომხმარებლების ხარჯვითი ქცევის ანალიზი, ბუნებრივი ენის დამუშავება, კლიენტების მსყიდველობითი ქცევის პროგნოზირება, კლიენტების დაშორებული იდენტიფიკაცია  და ა.შ. Optio.Ai-ს მიმდინარე კლიენტები არიან საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი და ტერა ბანკი.

Optio.Ai არის ერთადერთი ქართული კომპანია, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აქსელერატორ Techstars-ში აქვს გავლილი აქსელერაციის პროცესი და Techstars ქსელის წევრია. 2018 – 2020 წლებში კომპანიას ჯამურად მოზიდული აქვს 650 000 ლარამდე ინვესტიცია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისაგან.

დამფუძნებლები: შოთა გიორგობიანი და გიორგი მირზიკაშვილი.

ინვესტიციის მოცულობა: GEL 126, 000

          

  • კომპანია: Travel Guide

საქმიანობის სფერო: Travel Guide ახალი გლობალური მობაილ პლატფორმაა. ის მომხმარებელს მოგზაურობის დაგეგმვას უმარტივებს და მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. კომპანიის მთავარი მიზანი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ტურიზმის სექტორის განვითარებაა. პლატფორმა გათვლილია, როგორც მოგზაურებზე, ასევე ინფლუენსერებზე. მათ გამოცდილების გაზიარება, მსოფლიოს გარშემო საავტორო ტურების შექმნა და საკუთარი გამოცდილების კომერციალიზაცია შეუძლიათ, ფოტო და ვიდეო კონტენტის გამოყენებით. რაც მთავარია, აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია Offline რეჟიმშიც. ამ ეტაპზე ის ოთხენოვანია: ქართული, ინგლისური, რუსული და ჩინური.

დამფუძნებელი: გუჯა ნარიმანაშვილი

ინვესტიციის მოცულობა: GEL 75, 000

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *