საქართველო ზურაბ პოლოლიკაშვილს UNWTO-ს გენმდივნის არჩევნებში მხარს უჭერს და მას კანდიდატად წარადგენს

საქართველო ზურაბ პოლოლიკაშვილს UNWTO-ს გენმდივნის არჩევნებში მხარს უჭერს და მას კანდიდატად წარადგენს

საქართველომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევისთვის უკვე ოფიციალურად წარადგინა. 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შემდგომი არჩევნები 2021 წლის 19 იანვარს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება. ქვეყნებს UNWTO-ს პრეზიდენტად მათი კანდიდატების წარდგენის უფლება 2020 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით აქვთ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ტურიზმისთვის უმძიმესი გამოწვევა COVID-19-ის კრიზისს უკავშირდება. არსებული ვითარების ფონზე UNWTO მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან ტურიზმის აღდგენის მდგრადი და თანმიმდევრული პოლიტიკის შექმნაზე მუშაობს. ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში გლობალური ტურიზმი 65%-ით შემცირდა. 

სექტემბერში თბილისში UNWTO-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც არაერთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი დაესწრო. სხდომაზე მხარეებმა “თბილისის დეკლარაცია” დაამტკიცეს, რომელიც ტურიზმის სფეროში მდგრადი განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *