საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოკოს წარმოება ფართოვდება

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების  მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აბაშის რაიონის სოფელ მარანში, სოკოს მეურნეობა გაფართოვდა. პროექტი გამორჩეულია იმით, რომ მეწარმეს სოკო ნამჯისგან დამზადებულ ტომრებზე მოყავს. პროექტის ფარგლებში ფერმის კაპიტალური შენობა აშენდა, რისთვისაც ბანკმა 30,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ობიექტი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, წარმოებაში ამჟამად 5 ადამიანია ჩართული. სოკოს რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, როგორც საცალო მაღაზიებში, ასევე, რესტორნებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში.

"საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით აბაშის სოფელ მარანში სოკოს წარმოება ფართოვდება. ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა მოტივირებული იყო როგორც ადგილობრივი ბიზნესების წახალისების მიზნით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივით. გვჯერა, რომ  მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭრით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭრით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

საქართველოს ბანკის მხარდაჭრით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

წინა სტატია

საქართველო ზურაბ პოლოლიკაშვილს UNWTO-ს გენმდივნის არჩევნებში მხარს უჭერს და მას კანდიდატად წარადგენს
09 October, 2020

შემდეგი სტატია

ტრამპის ადმინისტრაცია კვალიფიციურ უცხოელებზე ვიზების გაცემას ართულებს
09 October, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker