ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა 80% ასიმპტომური იყო

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა 80% ასიმპტომური იყო

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ასიმპტომური პაციენტები უფრო მეტნი არიან, ვიდრე სიმპტომური. როგორც კვლევამ გამოავლინა, ინფიცირებულთა ⅔-ზე მეტი ასიმპტომური აღმოჩნდა. 

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც რეგულარულად გროვდებოდა პანდემიის მანძილზე, შეისწავლეს და კითხვარი გამოსცეს. კითხვარის მთავარი მიზანი იყო გამოეკვლია, თუ რამდენს აღენიშნებოდა სიმპტომები. 26 აპრილსა და 27 ივნისს შორის პერიოდში ჩატარებულ კვლევაში 36 601-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და კითხვარში თავისი პასუხიც დააფიქსირა. 36 601 მონაწილედან 86.1%-ს კოვიდ-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველება, სიცხე, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების არ ქონა) არ აღენიშნებოდა. 115 ინფიცირებულიდან მხოლოდ 16-ს აღენიშნებოდა კოვიდ-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები.

“ახალი ვირუსის გავრცელების სამართავად, საჭიროა გავარჩიოთ ინფიცირებული პაციენტები ჯანმრთელებისგან. თუმცა, როგორც კვლევამ გამოავლინა, კოვიდ-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები ყველას არ აღენიშნება, რაც ჩვენს ამოცანას კიდევ უფრო ართულებს,” – დასძინეს მკვლევარებმა.

პიტერსენის და ფილიპსის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ასიმპტომური შემთხვევების დასაფიქსირებლად, ტესტირების უფრო გავრცელებული პროგრამა არის საჭირო, რომელიც თავიდან აირიდებს მომავალში მსგავს პანდემიებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *