საქართველოს მთავრობამ “კავკასუს ონლაინის” ექსპროპრიაცია მოახდინა - Forbes

“საქართველოს მთავრობამ “კავკასუს ონლაინის” ექსპროპრიაცია მოახდინა”- ნათქვამია Forbes-ის უფროსი კონტრიბუტორის, კენეტ რაპოზას სტატიაში, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს, ტურიზმის, ლოგისტიკისა და ციფრული მიმართულებებით ქვეყნის შესაძლებლობებს შეეხება.

“2019 წლის აგვისტოში კომპანია “კავკასუს ონლაინი”, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია და 1 200 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა სადენის მფლობელი კომპანიის 49%-იანი წილი აზერბაიჯანულმა ჰოლდინგმა საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე შეიძინა. შემდგომში გარიგება სადავო გახდა, ეს კი მაშინ როდესაც ქვეყანა ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში, რომელიც უმსხვილეს ევრაზიულ ბაზრებს საქართველოს გავლით დააკავშირებს.

NEQSOL ჰოლდინგმა “კავკასუს ონლაინი”, ქვეყნის უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერი 2019 წელს, ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურს შესაქმნელად შეიძინა. NEQSOL-ის განცხადების თანახმად, ამ გარიგების შემდგომ საქართველოს მთავრობამ “მიზნად დაისახა ამ პროექტის განხორციელებისთვის ხელშეშლა” და დაარღვია მისი ვალდებულება NEQSOL-ის მიმართ, რაც კომპანიის ინვესტიციებისადმი სამართლიანად მოპყრობას ავალდებულებდა. კომპანიის განცხადებით, ქვეყანაში საინვესტიციო ბიზნესკლიმატის გაუარესება შეშფოთებას იწვევდა. საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში “კავკასუს ონლაინის” ექსპროპრიაცია მოახდინა.

საქართველო გეგმას გამოიყენოს შავი ზღვის ფსკერზე არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რათა სამხრეთ კავკასია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის ინტერნეტის მიწოდების სანდო პარტნიორად აქციოს,”- ნათქვამია სტატიაში.

გარდა საქართველოს მთავრობასა და NEQSOL-ს შორის არსებული დავისა, Forbes-ის სტატია საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობას და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ თბილისში გამართულ შეხვედრას ეხება.

“საქართველოსთვის ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის 8.1%-ს ქმნის, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ბათუმი კი უცხოური ინვესტიციების მიმზიდველობით საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად იქცა.

UNWTO-ს პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად მსოფლიოს არაერთ კუთხეში “უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მოგზაურობა კვლავ შესაძლებელია, რომ იმპერატიულ აუცილებლობას წარმოადგენს მთავრობების მიერ კერძო სექტორთან ერთად სწორი გზების გამონახვა, რათა გლობალური ტურიზმი კვლავ ამოძრავდეს.

UNWTO-ს მონაცემების თანახმად, ივნისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ნაკადები 93%-ით იყო შემცირებული, რაც ამ სექტორზე პანდემიის უმძიმეს გავლენას ასახავდა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა დასრულდა და ჯერჯერობით ერთი სიტყვა არ თქმულა ავად გამხდარ დიპლომატსა თუ თარჯიმანზე, ეს კი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისის დროს გონივრული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით საქმის კეთება,”- ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.

ჩვენ გირჩევთ

ევროპა “რემდესივირის” 500 000 დოზას შეისყიდის

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა 80% ასიმპტომური იყო

ევროპა “რემდესივირის” 500 000 დოზას შეისყიდის

ევროპა “რემდესივირის” 500 000 დოზას შეისყიდის

წინა სტატია

Pandemic Sidelined, UN Holds World Tourism Meeting In The Republic Of Georgia – Forbes
09 October, 2020

შემდეგი სტატია

ECONOMIC IMPLICATIONS OF NAGORNO-KARABAKH CONFLICT
10 October, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker