Forbes-ი თბილისში გამართულ UNWTO-ს ფორუმზე აქვეყნებს სტატიას

“უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მოგზაურობა კვლავ შესაძლებელია”, - ნათქვამია Forbes-ის უფროსი კონტრიბუტორის, კენეტ რაპოზას სტატიაში, რომელიც საქართველოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ გამართულ შეხვედრას, ასევე ქვეყნის ბიზნესგარემოსა და ტურიზმის შესაძლებლობებს ეხება.

“საქართველოსთვის ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის 8.1%-ს ქმნის, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ბათუმი კი უცხოური ინვესტიციების მიმზიდველობით საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად იქცა.

UNWTO-ს პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად მსოფლიოს არაერთ კუთხეში “უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მოგზაურობა კვლავ შესაძლებელია, რომ იმპერატიულ აუცილებობას წარმოადგენს მთავრობების მიერ კერძო სექტორთან ერთად სწორი გზების გამონახვა, რათა გლობალური ტურიზმი კვლავ ამოძრავდეს.

UNWTO-ს მონაცემების თანახმად, ივნისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ნაკადები 93%-ით იყო შემცირებული, რაც ამ სექტორზე პანდემიის უმძიმეს გავლენას ასახავდა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა დასრულდა და ჯერჯერობით ერთი სიტყვა არ თქმულა ავად გამხდარ დიპლომატსა თუ თარჯიმანზე, ეს კი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისის დროს გონივრული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით საქმის კეთება”- ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტის ხელმეორედ დაკავებას უჭერს მხარს. საქართველომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა უკვე ოფიციალურად წარადგინა. 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შემდგომი არჩევნები 2021 წლის 19 იანვარს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება. ქვეყნებს UNWTO-ს პრეზიდენტად მათი კანდიდატების წარდგენის უფლება 2020 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით აქვთ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა

EBRD-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ბანკს მომდევნო 4 წელი ოდილ რენო-ბასო უხელმძღვანელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა

წინა სტატია

ECONOMIC IMPLICATIONS OF NAGORNO-KARABAKH CONFLICT
10 October, 2020

შემდეგი სტატია

FIRST BLOCK TRAIN FROM CHINA ARRIVES IN GEORGIA - MAERSK
10 October, 2020
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
Hilton Apartment Start of the company's activity in Georgia
ინტერვიუ | Dec, 17, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker