Barclays-მა 72 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა

ინგლისის უდიდესმა ბანკმა, Barclays-მა 72 მილიონი გირვანქა სტერლინგის (109 მილიონი დოლარი) ოდენობის ჯარიმა გადაიხადა. დაჯარიმების მიზეზი მდიდარი კლიენტებისთვის მომსახურების გაწევისას საჭირო პროცედურების ჩაუტარებლობა გახდა. საქმე ეხება პოლიტიკასა და პოლიტიკოსებთან კავშირში მყოფ კლიენტებს, რომელთანაც ბანკმა 1,9 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ფულადი ტრანზაქციები განახორციელა.

"კრედიტორს 2011 და 2012 წლებში არაერთი მდიდარი კლიენტისთვის დიდი რაოდენობის საეჭვო ტრანზაქცია ჰქონდა განხორციელებული. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა მსგავს კლიენტებთან უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, იგი სტანდარტულ პროცედურებს არ მიჰყვა იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინა ფულის გათეთრება. პირიქით, მათ მსხვილი კლიენტებისგან სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფად განახორციელეს შესაბამისი პროცედურები",- განაცხადეს ფინანსური კონტროლის სამსახურში. მსგავსი რაოდენობის თანხით დიდ ბრიტანეთში აქამდე არცერთი ბანკი არ დაუჯარიმებიათ.

წინა სტატია

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზარდა
30 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

დამიჭირე, თუ შეგიძლია
30 ნოემბერი, 2015
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker