ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 220 მილიონი ლარი იყო

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 220 მილიონი ლარი დეფიციტურად დაიხარჯა. მიმდინარე შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა 85 მილიონი ლარი იყო. კაპიტალური ხარჯების და პრივატიზაციიდან შემოსავლების ჩათვლით ხარჯებმა შემოსავლებს 123 მილიონი ლარით გადააჭარბა. ხოლო ფინანსური აქტივების ზრდისთვის საჭირო დაფინანსების ჩათვლით დეფიციტმა 220 მილიონ ლარს მიაღწია.

220 მილიონი ლარის დეფიციტიდან 47 მილიონი ვალის აღებით, ხოლო 173 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთის შემცირებით დაიფარა.

ცხრილი - სახელმწიფო ბიუჯეტის ოქტომბრის თვის მაჩვენებლები:

ბიუჯეტის მუხლები

მლნ ლარი

შემოსავლები

628

ხარჯები

713

საოპერაციო სალდო

-85

კაპიტალური ხარჯები

53

პრივატიზაცია

15

მთლიანი სალდო  (ოფიციალური დეფიციტი)

-123

ფინანსური აქტივების ცვლილება

97

რეალური დეფიციტი

-220

 

წინა სტატია

დამიჭირე, თუ შეგიძლია
30 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ძველი სახლის ახალი სიცოცხლე
30 ნოემბერი, 2015
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker