საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ბანკმა 250,000 ლარის ოდენობის ინვესტიციის მობილიზება შეძლო, რაც გორის სოფელ შაშვებში, ვაშლის ბაღების გაშენებასა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟს მოხმარდა. ვაშლის ბაღები 5,8 ჰა ტერიტორიაზე გაშენდა. 11 200 ცალი იტალიური ვაშლის ნერგიდან მოსავალს მეწარმე მომავალი წლიდან ელოდება. ვაშლის ბაღის მოვლის საქმიანობაში სეზონურად 15 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის გაყიდვას მეწარმე ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

"მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა. პროექტი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია, მისი ჯამური მოცულობა  284 000 ლარია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე მეწარმეების გაძლიერებას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ვფიქრობთ, ასეთი პროექტები დადებითად იმოქმედებს ბიზნესებისა და  რეგიონის ეკონომიკის განვითარებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი, რადგან გვჯერა, რომ ძლიერი ადგილობრივი ბიზნესი  ქმნის ძლიერ ეკონომიკას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს  ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით აბაშაში სათბურები აშენდა

საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე Salesforce-სთან ერთად იზრუნებს

საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით აბაშაში სათბურები აშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სათბურები აშენდა

წინა სტატია

L'Oreal-ს ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეყოლება
14 October, 2020

შემდეგი სტატია

მომდევნო ქართველი ცაში
14 October, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker