ჩინეთში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი იზრდება – სხვა ქვეყნები ჯერ კიდევ პანდემიის გავლენებს ებრძვიან

ჩინეთში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი იზრდება – სხვა ქვეყნები ჯერ კიდევ პანდემიის გავლენებს ებრძვიან

ჩინეთს ვაჭრობის რეკორდული ზრდა აქვს, მაშინ როდესაც მთავარი ეკონომიკების მქონე ქვეყნები კვლავ კორონავირუსის ეფექტებს ებრძვიან.

BBC-ის ცნობით, სექტემბერში ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელი 9.9%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 13.2%-ით. სექტემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ჩინეთში იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა $3.4 ტრილიონს აღწევდა.

ჩინეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც პანდემიამ დააზარალა, თუმცა, ამ ქვეყანამ ასევე უფრო ადრე დაიწყო აღდგენის პროცესი, ვიდრე დანარჩენმა მსოფლიომ.

მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას წლის პირველი სამი თვის მანძილზე მკვეთრი დაღმასვლა ჰქონდა „ლოქდაუნის“ ზომებიდან გამომდინარე. ივლისში კი უკვე აღდგენის და ზრდის პროცესი დაიწყო.

ანალიტიკოსების განცხადებით, ჩინეთში ვაჭრობის მაჩვენებლების გამოცოცხლება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიზარდა მოთხოვნა მსოფლიოში სამედიცინო მოწყობილობებსა და მასალებზე, დამცავ საშუალებებზე, ასევე ელექტროპროდუქციაზე.

თუმცა, მათივე თქმით, შესაძლოა ამ პროდუქტებზე მოთხოვნამ კლება მალევე დაიწყოს.

სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, მაგალითად იაპონიის ეკონომიკა აგვისტოში ყველაზე სწრაფი ტემპით შემცირებას განიცდიდა, ნაწილობრივ ეს ექსპორტის მაჩვენებლის დაცემის გამო იყო. აშშ-ის ეკონომიკა კი ივლისში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე სწრაფ შემცირებას განიცდიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *