Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა მესამე კვარტალში მოსალოდნელზე ნაკლები იყო

Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა მესამე კვარტალში მოსალოდნელზე ნაკლები იყო

Netflix-მა მესამე კვარტალში 2.2 მილიონი ახალი გამომწერი შეიძინა, კომპანიის მოლოდინი გაცილებით უფრო მეტი იყო 3.57 მლნ. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იგივე პერიოდში Netflix-მა 6.8 მილიონი გამომწერი დაიმატა.

რაც შეეხება შემოსავლებს, კომპანიამ მესამე კვარტალში გაცილებით უფრო მეტი – $6.44 მლრდ მიიღო, ვიდრე ელოდა ($6.38 მლრდ). მიუხედავად ამისა, სამშაბათის ვაჭრობის შედეგად მისი აქციები 6%-ზე მეტად შემცირდა.

კომპანიის ვიცეპრეზიდენტი სპენსერ ვანგი ინვესტორებს მოუწოდებს, რომ დიდი აქცენტი გამომწერთა რაოდენობაზე არ გააკეთონ.

ცნობისთვის, Netflix-ს წლის პირველ კვარტლებში გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდა. ამაზე “ლოქდაუნებმაც“ იმოქმედა, ვინაიდან სახლში დარჩენილი მოსახლეობის მხრიდან გაიზარდა სტრიმინგ-სერვისების გამოწერაზე მოთხოვნა.

რაც შეეხება მეოთხე კვარტალს, Netflix-ი დამატებით 6 მილიონ გამომწერს ელოდება. თუმცა, ეს მაინც გასული წლის მეოთხე კვარტალზე ნაკლები იქნება.

“პანდემია და მისი გავლენები რთულს და ბუნდოვანს ხდის პროგნოზების გაკეთებას. თუმცა, იმედია, რომ მსოფლიო 2021 წლიდან დაიწყებს აღდგენას და ჩვენი ზრდა დაუბრუნდება პრეპანდემიურ მაჩვენებელს“ – აღნიშნეს კომპანიის აღმასრულებლებმა აქციონერებისთვის გაგზავნილ წერილში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *