საქართველოში მობილური ინტერნეტის ღირებულება შემცირდა

საქართველოში მობილური ინტერნეტის ღირებულება შემცირდა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 1 გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ღირებულება 1.12 ლარია. ერთი წლის წინ კი, ერთი გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო საფასური 2.31 ლარს შეადგენდა.

ინტერნეტის ღირებულების შემცირების პარალელურად, ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ტრაფიკიც და აბონენტების რაოდენობაც მზარდია. 2019 წელს აბონენტების 53% იყენებდა მობილურ ინტერნეტს, 2020 წლის აგვისტოში კი, აბონენტების წილი 59%-მდე არის გაზრდილი.

მოხმარებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკი 106%-ით გაზრდილია და 2020 წლის აგვისტოში 19.2 ათასი ტერაბაიტი შეადგინა. ასევე, გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და საშუალოდ 7.1 გბ შეადგინა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 3.7 გიგაბაიტი იყო.

კონკრეტული ოპერატორების მიხედვით, ერთი აბონენტის მიერ მოხმარებული ინტერნეტის მოცულობა ასეთია:

მაგთი - 10.6 გიგაბაიტი თვეში;
სილქნეტი - 5.9 გიგაბაიტი თვეში;
ვიონი - 4.7 გიგაბაიტი თვეში.

მობილური ინტერნეტის აბონენტებს შორის 2 მილიონი ფიზიკური პირია, 600 ათასი იურიდიული პირი და 200 ათასი სახელმწიფო ნომერია.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, 4G ტექნოლოგიით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობამ ჯამური ინტერნეტ ტრაფიკის 85% შეადგინა.

ჩვენ გირჩევთ

ახალი ქართული ავიაკომპანია ოპერირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს –

საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს

ახალი ქართული ავიაკომპანია ოპერირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს –

ახალი ქართული ავიაკომპანია ოპერირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს – "აირ ჯორჯიამ“ ორი თვითმფრინავი შეიძინა

წინა სტატია

China’s billionaires see biggest gains ever, adding more than $1.5 trillion to their fortunes
21 October, 2020

შემდეგი სტატია

Tesla-მ მესამე კვარტლის შემოსავლების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა
22 October, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker