Amazon-ი თანამშრომლების ნაწილს სახლიდან მუშაობის უფლებას 2021 წლის ივლისამდე აძლევს

Amazon-ი გეგმავს თანამშრომლების ნაწილს სახლიდან მუშაობის უფლება მომავალი წლის შუა პერიოდამდე გაუხანგრძლივოს. ამის შესახებ CNN წერს.

"იმ თანამშრომლებს, რომლებიც ეფექტურად მუშაობენ სახლიდანაც, შეუძლიათ დისტანციურად მუშაობა 2021 წლის 30 ივნისამდე გააგრძელონ“, – განაცხადა Amazon-ის პრესსპიკერმა.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათ მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადება მოუწიათ რესურსებში, რათა საოფისე სივრცის და დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის სამუშაო სტრუქტურა შეეცვალათ. გარდა ამისა, კომპანიას დამატებითი ხარჯები აქვს ოფისების დასუფთავების, ტემპერატურის შემოწმების, პირბადებიის და ხელის სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფისათვის.

ცნობისთვის, თვის დასაწყისში Amazon-მა განაცხადა, რომ მათ 20 000-მდე თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი პანდემიის დაწყებიდან. მანამდე კომპანია აღნიშნული მონაცემების გასაჯაროებაზე უარს ამბობდა. პანდემიის დასაწყისში კი მისი თანამშრომლები აპროტესტებდნენ საწყობებში არასაკმარისი უსაფრთხოების ზომებს და ამბობდნენ, რომ მათი ჯანმრთელობა დაცული არ იყო.

ჩვენ გირჩევთ

ვიეტნამელი ფოლადის მაგნატი მილიარდერის სტატუსს იბრუნებს

CDC-მ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების „ახლო კონტაქტის“ მნიშვნელობა შეცვალა

ვიეტნამელი ფოლადის მაგნატი მილიარდერის სტატუსს იბრუნებს

ვიეტნამელი ფოლადის მაგნატი მილიარდერის სტატუსს იბრუნებს

წინა სტატია

FDA approves Gilead’s remdesivir as coronavirus treatment
23 October, 2020

შემდეგი სტატია

Amazon will let some employees work from home until mid-2021
23 October, 2020
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker