Roche-მ $350-მილიონიანი შეთანხმება გააფორმა Atea Pharmaceuticals-სთან, რომელიც COVID-ის პრეპარატზე მუშაობს

შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანია Roche-მ $350 მილიონიანი შეთანხმება გააფორმა ბოსტონურ კომპანია Atea Pharmaceuticals-სთან, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატზე მუშაობს. შეთანხმება ითვალისწინებს COVID-19-ის პოტენციური სამკურნალო საშუალების კვლევის, შექმნისა და დისტრიბუციის ექსკლუზიურ უფლებას აშშ-ის გარეთ. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

როგორც ცნობილია, ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ იქმნება, კლინიკური შემოწმების მეორე ფაზაში იმყოფება. საუბარია პრეპარატ AT-527-ზე, რომელიც დასალევი საშუალებაა. პარალელურად, მიმდინარეობს კლინიკური შემოწმება იმაზე, თუ რამდენად შეუძლია აღნიშნულ მედიკამენტს კოვიდ-ინფექციის პრევენცია.

შეგახსენებთ, ამერიკის წამლისა და საკვების უსაფრთხოების სამსახურმა (FDA) Gilead-ის მიერ წარმოებული პრეპარატი "რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად დაამტკიცა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატსა და ვაქცინაზე ათობით კომპანია მუშაობს. მათგან მხოლოდ რამდენიმე გადის კლინიკური შემოწმების ბოლო ფაზას. როგორც მოსალოდნელია, ვაქცინა მზად 2021 წლის დასაწყისიდანვე უნდა იყოს. თუმცა, ის თავდაპირველად მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოში iPhone 12 და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური გაყიდვები იწყება

როგორია ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები საქართველოში?

საქართველოში iPhone 12 და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური გაყიდვები იწყება

საქართველოში iPhone 12 და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური გაყიდვები იწყება

წინა სტატია

საქართველოში iPhone 12 და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური გაყიდვები იწყება
23 October, 2020

შემდეგი სტატია

Roche Secures Covid-19 Treatment In $350 Million Deal With Boston-Based Atea
23 October, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker