Twitter-მა ე.წ პოლიტიკური მხარდაჭერის კომიტეტი გააუქმა და დარჩენილი თანხა ქველმოქმედებას მოახმარა

Twitter-მა კორპორატიული ე.წ პოლიტიკური კომიტეტი (PAC) გააუქმა, მაშინ როდესაც სხვა ტექნოლოგიური კომპანიები აგრძელებენ კანდიდატების მხარდაჭერას თავიანთი პოლიტკომიტეტების ფარგლებში.

როგორც Forbes-ი წერს, Twitter-მა კომიტეტის ანგარიშზე დარჩენილი დაახლოებით $117,179 რამდენიმე ფონდს გადაურიცხა, მათ შორის NALEO Educational Fund-ია, რომელიც არასამეწარმეო ჯგუფია და ხელს უწყობს წარმოშობით ლათინო კანდიდატების პოლიტიკაში მონაწილეობას.

ცნობისთვის, კორპორაციებს პირდაპირი წესით არ შეუძლიათ ე.წ პოლიტიკური მხარდაჭერის კომიტეტებში თანხების დონაცია, თუმცა, მათ შეუძლიათ ბიზნეს-პოლიტიკური კომიტეტების შექმნა, რომელიც სრულად დასაქმებულებისგან ფინანსდება.

Twitter-ის პოლიტიკურ კომიტეტს 2018 წლის შემდეგ არცერთი ფედერალური კანდიდატისთვის თანხა არ გაუღია. OpenSecrets-ის მონაცემებით, 2018 წელს კი კომპანიამ $10,700 გადარიცხა კანდიდატებისთვის, მათ შორის 47% დემოკრატი იყო, ხოლო 53% რესპუბლიკელი.

"პოლიტიკური გავლენა უნდა გამომუშავდებოდეს და არა იყიდებოდეს“, – განაცხადა Twitter-ის პრესსპიკერმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ის პოლიტკომიტეტს ხურავდა.

ჩვენ გირჩევთ

აშშ-ში პირველად ივლისის შემდეგ, კოვიდ-ინფიცირების და გარდაცვალების დღიური შემთხვევები იზრდება

ვიეტნამელი ფოლადის მაგნატი მილიარდერის სტატუსს იბრუნებს

აშშ-ში პირველად ივლისის შემდეგ, კოვიდ-ინფიცირების და გარდაცვალების დღიური შემთხვევები იზრდება

აშშ-ში პირველად ივლისის შემდეგ, კოვიდ-ინფიცირების და გარდაცვალების დღიური შემთხვევები იზრდება

წინა სტატია

Roche Secures Covid-19 Treatment In $350 Million Deal With Boston-Based Atea
23 October, 2020

შემდეგი სტატია

Twitter Shuts Down PAC, Donates Remaining Money To Charities
23 October, 2020
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker