მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ. თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება უკვე $2.5 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და თანადამაარსებლის მიხეილ ლომთაძის - $2 მილიარდად. კომპანიის აქციებით ვაჭრობა დაახლოებით ათი დღის წინ დაიწყო $33.75-ად და სამშაბათს $41.80-ის ნიშნულზე დაიხურა. 

Kaspi-ი გადასახადებისა და ფინტექ სერვისების მიმწოდებელი ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში, 7 მილიონი მომხმარებლით 18 მილიონიანი მოსახლეობიდან. გადასახადებისათვის, სესხებისა თუ საბანკო საქმიანობისთვის განკუთვნილი მათი პლატფორმა - "ყაზახეთში, ხალხის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება”. პანდემიის გამო "მომხმარებლების ადაპტაცია უნაღდო გადასახადების, ელ-კომერციისა თუ ციფრული ფინანსების მომსახურებების მიმართ იზრდება,“ - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა აქციების პირველადი საჯარო განთავსების დროს. 

ცნობისთვის, 2019 წელს, Kaspi-ს წმინდა მოგებამ $515 მილიონს მიაღწია. კომპანია პანდემიის გამო კიდევ უფრო გაიზარდა, შეადგინა რა შემოსავალმა $286 მილიონი მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში. 

Kaspi მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ "იყიდე ახლა - გადაიხადე შემდგომ“ ოპერაციები. 2019 წელს, Kaspi-ს მტკიცებით, კომპანია ყაზახი მომხმარებლების სესხების ბაზრის უდიდეს წილს ფლობდა (ანუ, მთლიანი ბაზრის 32%-ს). 

Kaspi-მ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას ტექნოლოგიების დახმარებით მოუგვარა, შედეგად ის კონკურენტთაგან განსხვავებით გაიზარდა. ივნისში, ყაზახური ონლაინ გამოცემა Kazpravda.kz წერდა, რომ Kaspi-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლომთაძემ „ხალხის მადლიერების“ მედალი მიიღო ყაზახეთის პრეზიდენტისგან პანდემიის დროს "უანგარო მუშაობისათვის".

ლომთაძემ მაშინ გამოცემას განუცხადა, რომ Kaspi-ს თანამშრომლებმა "დღე და ღამე გაასწორეს“ მომხმარებელთა ანგარიშების გასახსნელად და "საჭირბოროტო სოციალური გადასახადების განსახორციელებლად“. მისივე თქმით, 4.4-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო თანხა კომპანიის აპლიკაციის მეშვეობით.

ჩვენ გირჩევთ

აშშ-ში პირველად ივლისის შემდეგ, კოვიდ-ინფიცირების და გარდაცვალების დღიური შემთხვევები იზრდება

Google-ის ინტერნეტ-საძიებო სივრცე მეცნიერებს კოვიდ-19-ის კერების დაფიქსირებაში ეხმარება

აშშ-ში პირველად ივლისის შემდეგ, კოვიდ-ინფიცირების და გარდაცვალების დღიური შემთხვევები იზრდება

აშშ-ში პირველად ივლისის შემდეგ, კოვიდ-ინფიცირების და გარდაცვალების დღიური შემთხვევები იზრდება

წინა სტატია

Economic Calendar - Top 5 Things to Watch This Week
26 October, 2020

შემდეგი სტატია

Two New Kazakhstan-Based Billionaires Minted In London’s Largest International Tech IPO Of 2020
26 October, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker