Teslas-ს და Apple-ის აქციებზე ფასი, სავარაუდოდ, კიდევ 33%-ით გაიზრდება - ანალიტიკური პლატფორმა

Teslas-ს და Apple-ის აქციებზე ფასი, სავარაუდოდ, კიდევ 33%-ით გაიზრდება - ანალიტიკური პლატფორმა

Business Insider-ი ანალიტიკურ პლატფორმა eToro-ზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში Tesla-ს და Apple-ის აქციებზე ფასი, სავარაუდოდ, კიდევ 33%-ით გაიზრდება.

ანალიტიკური პლატფორმის განცხადებით, Teslas-ს და Apple-ის აქციებზე ფასების ზრდა განპირობებული იქნება კომპანიის ძირითადი კაპიტალის აქციებად დაყოფით, რაც ახალი მეწილეების მოზიდვის ეფექტური საშუალებაა. ძირითადი კაპიტალის აქციებად დაყოფა 31 აგვისტოსთვის არის დაანონსებული.

eToro-სი ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში იმ კომპანიების ისტორია შეისწავლა, რომლებმაც აღნიშნული ხერხი უკვე გამოიყენეს; ასეთ კომპანებს შორის არის: Apple; Alphabet (Google), Microsoft, Amazon, Coca-Cola, Disney,Samsung, McDonald’s, Toyota და Intel-ი.

კომპანიები, რომლის აქციების ფასიც ძირითადი კაპიტალის აქციებად დაყოფის შედეგად გაიზარდა:

1. Amazon-ის აქციების ფასი 209%-ით გაიზარდა; 
2. Miacrosoft-ის – 47%-ით; 
3. Toyota-ს – 25%-ით; 
4. McDonald’s-ის – 22%-ით; 
5. Disney-ს – 18%-ით; 
6. Intel-ის – 12%-ით; 
7. Coca-cola-ს – 10%-ით; 
8. Apple-ის – 10%-ით; 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Tesla-ს აქციებზე ფასი ისედაც რეკორდულად – 850%-ით გაიზარდა და თითო აქციის ღირებულებამ, დაახლოებით 2,056 აშშ დოლარი შეადგენა. რაც შეეხება Apple-ს, 2020 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქცებზე ფასი 70%-ით გაიზარდა და კომპანიის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.