ბახტაძე: ენერგეტიკის განვითარების გარეშე ვერ შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას
- CopyPaste -

ბახტაძე: ენერგეტიკის განვითარების გარეშე ვერ შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკაზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და იმ რაოდენობის სამუშაო ადგილის შექმნას, რაც ობიექტურად ჩვენ გვჭირდება ეროვნულ ეკონომიკაში. მე, არაერთხელ განმიცხადებია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს ორი დარგი ეკონომიკაში, რომელთა განვითარება უნდა უსწრებდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, ეს არის: ტრანსპორტი და ენერგეტიკა. შესაბამისად ჩვენც განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს მათზე გაკეთებული.“

განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე. 2019 წელი, 10 მაისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin