ბახტაძე: ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია
- CopyPaste -

ბახტაძე: ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია

„მინდა გულწრფელად გითხრათ და გრაკვეული ემოციებით, რომ ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებას, რომ რთულია ემოციების გარეშე შევაფასო ეს ყველაფერი. არ მგონია ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი დრო და ენერგია აქვს ამ პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე – გინდა პრემიერმინისტრის პოსტზე, გინდა ფინანსთა მინისტრის პოსტზე და გინდა საქართველოს რკინიგზაში. აქედან გამომდინარე, მინდა ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა: როგორ შეიძლება ვინმეს ამის შემდეგ ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია. ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია და ამავე დროს სრულიად უპასუხიმსმგებლო.“

განაცხადა მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 2019 წელი, 8 მარტი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin