
ბახტაძე: გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება
ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება თავის მომხმარებლისგან. მეორე: ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს ე.წ. მევახშეებს ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაგირავება. მესამე: ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50%-ს ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია ვიდრე დღეს არსებული რეგულაცია 100%-სა. მეოთხე: მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან. მეხუთე: აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება ყველაზე, მთელ ფინანსურ სექტორზე, იგულისხმებიან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ კერძო გამსესხებლები.
განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 2018 წლის, 25 მაისი.