ბახტაძე: გრძელდება ხელმოცარული ოპოზიციის შეტევა ივანიშვილზე
- CopyPaste -

ბახტაძე: გრძელდება ხელმოცარული ოპოზიციის შეტევა ივანიშვილზე

“მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსიანი არგუმენტაცია, თუ რაში არ შეიძლება ადამიანი დაეთანხმო მნიშვნელოვან აქცენტებს, რომელიც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ გამოსვლაში. შესაბამისად, ჩვენი ოპოზიციის მხრიდანაც, მათ აქვთ ერთადერთი ძირითადი ამოცანა, რომ მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნების დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც იქნება ძალიან წარუმატებელი.”

განაცხადა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. 2018 წელი, 26 ივლისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin