ბახტაძე: მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ქვეყანას საფრთხე ვერ აარიდა
- CopyPaste -

ბახტაძე: მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ქვეყანას საფრთხე ვერ აარიდა

“მე ვერ შევაფასებ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებას, თუმცა, მოგახსენებთ ჩემ პირად აზრს… რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია, რაც არის ერთმნიშვნელოვანი. აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსები დასავლეთიდან და აშშ-დან აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას. სამწუხაროდ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა პრევენციაზე ორიენტირება მეგობარი ქვეყნების ჩართულობით, მათ ვერ აარიდეს საფრთხე და საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში.”

განაცხადა მთავრობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე. 2018 წელი, 9 აგვისტო.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin