ბახტაძე: რა საჭიროა ამ ყველაფრისთვის პროცესის სახის მიცემა
- CopyPaste -

ბახტაძე: რა საჭიროა ამ ყველაფრისთვის პროცესის სახის მიცემა

“მე მინდა, ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის შეფასება გავაკეთო ამ საკითხზე [ომეგა ჯგუფი], როდესაც კონკრეტულ მეწარმეს ან საწარმოს აქვს პრობლემა და მას აქვს რეალური საფუძველი იმისა, რომ ისაუბროს მასზე ზეწოლაზე, რა საჭიროა ამ ყველაფრისთვის პროცესის სახის მიცემა, როდესაც ყოველ დღე სამხრეთამერიკული სერიალივით ამ შემთხვევაში ძალიან უნიჭო პროცესს ვუყურებთ. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ადამიანს, რომელსაც სურს დაიცვას თავისი ბიზნეს ინტერესები, მოიქცეოდა ძალიან მარტივად. ის თავის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას შეკრებდა და ადვოკატის მეშვეობით გააცნობდა, როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვეაში (ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი შეფასება), როგორც ჩანს, ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკურ ინტრიგასთან და იმასთან, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ საგადასახადო დავალიანებას თავი აარიდონ და შემოიტანონ დისკუსიაში ასეთი არასერიოზული საკითხები და განცხადებები.”

განაცხადა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 2018 წელი, 3 ოქტომბერი.

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin