ბახტაძე: ჭარბვალიანობა იქცა სიღარიბის მთავარ წყაროდ
- CopyPaste -

ბახტაძე: ჭარბვალიანობა იქცა სიღარიბის მთავარ წყაროდ

“წარმოგიდგენთ საკანონმდებლო რეფორმას საბანკო სექტორისთვის, რომელიც გახდის საქმიანობას უფრო სამართლიანს და მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი მოსახლეობის უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, ხოლო უმუშევრობა თავის მხრივ ბადებს სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მთავარი გამოწვევა, ხოლო ჭარბვალიანობა სამწუხაროდ იქცა სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ”.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა, სადაც დაწვრილებით განმარტა მომავალი საკანონმდებლო რეფორმა საფინანსო-საბანკო სფეროში.  2018 წლის, 29 მაისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin